მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში კლინიკაში გარდაიცვალა. ის მძიმე სენს ებრძოდა. მსახიობს სიმსივნის დიაგნოზი ერთი წლის წინ დაუსვეს.
"როგორც იცით, ლალის მძიმე დაავადება ჰქონდა - სიმსივნე. ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა და ორი საათის წინ კლინიკაში გარდაიცვალა", - განუცხადა მსახიობმა იმედა კახიანმა ambebi.ge-ს.
მან თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა", რომელშიც შეასრულა შორენას როლი. იყო ასევე "ქართული ფილმის" რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.