ცნობილი ქართველები, რომლებსაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ - მშობლები

ცნობილი ქართველები, რომლებსაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ

2020-02-04 15:33:09+04:00

ბევრი შვილი რომ ბედნიერებაა, ამაზე არავინ არ დავობს, მაგრამ შვილების ყოლა მატერიალურ სიძლიერესაც მოითხოვს, რომ ყველა შვილს თანაბრად მისცე სწავლა-განათლება, კვებო ჯანსაღად და ეცადო, ისინი ბედნიერები იყვნენ... მრავალშვილიანობა ნებისმიერ შემთხვევაში რთულია, თუმცა მშობლები ცდილობენ, თავი გაართვან ამ დიდ პასუხისმგებლობას.

მრავალშვილიანები ქართველ ცნობილ ადამიანებს შორისაც არიან. გაგაცნობთ რამდენიმე ცნობილ სახეს, რომლებსაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ.

ანუკი არეშიძე და კახი კალაძე

mshoblebi

პოპულარული წყვილის ცხოვრებაში სხვადასხვა სიახლესთან ერთად ხშირად იწერება მათ ოთხ შვილსა და მრავალშვილიან ოჯახზე. კალაძე-არეშიძე ოთხ ბიჭს ზრდიან. უფროსი ლევან კალაძე 12 წლის არის, კახაბერ კალაძე 2012 წელს მოევლინა ქვეყანას, ვაჩე 5 წლისაა, უმცროსი - ნიკოლა კი სექტემბერში გახდა 1 წლის.

ნინო ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი

mshoblebi

mshoblebi ყოფილი მოდელისა და კალათბურთელის ოჯახშიც ოთხი შვილი იზრდება. უფროსი ქალიშვილი თაკო ნაცვლიშვილი ცნობილი მოდელია და მას უკვე კარგად იცნობს საზოგადოება. წყვილს კიდევ ორი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავ. მეოთხე შვილი ანდრია სამი წლის წინ შეეძინათ.

თეა დარჩია

mshoblebi

სუხიშვილების ერთ-ერთმა ყველაზე ქარიზმატულმა და ენერგიულმა მოცეკვავემ წარმატებული კარიერის კვალდაკვალ მოახერხა და ოთხი შვილის დედაა. თეა ამბობს, რომ ყველა შვილთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და მათთვის დროს ყოველთვის პოულობს. უმცროსი მარიამ მათეიშვილი დედის კვალს გაჰყვა და სუხიშვილების ანსამბლის წამყვანი სოლისტია.

ზაზა ფაჩულია

mshoblebi

mshoblebi

ზაზა ფაჩულია და თიკა ალავიძე ორ ვაჟსა და ორ გოგონას ზრდიან. წყვილი ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებიც იქ იზრდებიან. უმცროსი გოგონას, ნუცას შეძენისას საკალათბურთო ციებ-ცხელების გამო მეუღლემ ვერ მოახერხა, თიკას გვერდით ყოფილიყო. წყვილი ხშირად სტუმრობს ბავშვებთან ერთად სამშობლოს.

განო მელითაური

mshoblebi

mshoblebi მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს მეოთხე შვილი რამდენიმე თვის წინ შეეძინა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ განომ მეორედ იქორწინა და მისი რჩეული კახაბერ გაგნიძეა, რომელთან ერთადაც საერთო ბიზნესი წამოიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილი

mshoblebi

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მეოთხე შვილი ჯერ კიდევ მაშინ შეეძინა, როდესაც პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადამდგარი იყო და პოლიტიკაში აქტიურად არ ჩანდა. ნუნუკა თამაზაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს სამი ვაჟის შემდეგ ოცნება აუხდათ და გოგონას მშობლები გახდნენ.

ვახო სანაია

mshoblebi

ჟურნალისტ ვახო სანაიას მეოთხე შვილი ორი თვის წინ შეეძინა. ვახო მესამე ქორწინებაში იმყოფება. ჟურნალისტი ძალიან ჩართულია შვილების ცხოვრებაში და ხშირად აქვეყნებს მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ვახოს პირველი მეუღლისგან, ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძისგან ორი ქალიშვილი ჰყავს, მეორე მეუღლისგან, ნათია გაბუნიასგან, ასევე გოგონა, უნა.

დათო ევგენიძე

mshoblebi

მუსიკოსი დათო ევგენიძე ოთხი შვილის მამაა. პირველი ქალიშვილი ანჟელიკა ფრანგი ქალბატონისგან ჰყავს. ანჟელიკა საფრანგეთშია გათხოვილი და თავადაც ოთხი შვილი ჰყავს. მეორე ქორწინებიდან ნინა კალანდაძესთან, რომელიც ცნობილი ქალბატონის კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილია, ორი შვილი - ლიკა და ლუკა ევგენიძეები შეეძინა. მესამედ კი მუსიკოსი ნინო ჟვანიაზე დაქორწინდა და წყვილს ერთი საერთო შვილი ნიკოლოზი ჰყავს.

სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილიც ოთხი შვილის დედაა. პირველი ქორწინებიდან სალომეს უფროსი გოგონა ჰყავს, მეორე ქორწინებიდან - ერთი ვაჟი, ხოლო მესამე ქორწინებიდან - ორი შვილი, იკა და დუდა. როგორც ყოფილი ტელეწამყვანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ძალიან რომ არ ეზარებოდეს, მეხუთე შვილსაც აუცილებლად გააჩენდა.

mshoblebi

რუსა ჩაჩუა

უმშვენიერესი მოდელი რუსა ჩაჩუაც ოთხი შვილის დედაა. რუსას ორი უფროსი შვილი, ქალ-ვაჟი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მეორე ქორწინებიდან კი დიმა ნაფეტვარიძესთან - კიდევ ორი შვილი შეეძინა.

mshoblebi

mshoblebi

ქეთა ლორთქიფანიძე mshoblebi

მსახიობი ქეთა ლორთქიფანიძე ხუთი შვილის დედაა. mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში ამ თემაზე ამბობდა: "სანამ დედა გავხდებოდი, აზრად არ მომსვლია, რომ ბევრი შვილი მყოლოდა, ერთ, მაქსიმუმ ორ შვილზე ვფიქრობდი, მაგრამ ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო და მართალია. როდესაც პირველი ვაჟი გამიჩნდა,ბედნიერების განცდა ასე მძაფრად პირველად მაშინ დამეუფლა და ვთქვი, რომ ჩემს თავს ამ წუთებს აღარ მოვაკლებდი. მას შემდეგ მომინდა, 7 შვილი მყოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯანმრთელობამ ხელი აღარ შემიწყო და ხუთზე შევჩერდი, თუმცა კიდევ ორს სიამოვნებით გავაჩენდი".

ნათია გოგოჭური და ზაზა კოლელიშვილი

mshoblebi

მსახიობსა და პროდიუსერ ნათია გოგოჭურსა და ასევე მსახიობსა და რეჟისორ ზაზა კოლელიშვილს 5 შვილი ჰყავთ და უკვე - შვილიშვილებიც. ქალბატონი ნათია mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში იხსენებდა: "ბავშვები ყველა ასაკში მიყვარდა. მე არ მახსოვს, მაგრამ ჩემი მეგობარი მარინა კახიანი მეუბნება ხოლმე, შენ ხშირად იძახდი, რომ 5 შვილი უნდა გყოლოდაო... მერე უკვე ცხოვრებამ მოიტანა შვილები, უფლის ნება იყო და მოგვცა ბევრი შვილი. არ გეგონოთ, რომ ეგოიზმი მხოლოდ ერთი შვილის ყოლაა, ბევრი შვილის ყოლის სურვილიც ეგოიზმია. მართალია, ძნელია ბავშვების გაზრდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა არავინ გეხმარება, მაგრამ არ ვარ მომხრე იმისა, რომ ამბობენ, შვილს სწავლა, ჩაცმა-დახურვა უნდაო და ამის გამო იკავებენ თავს გაჩენისგან. რისი გაკეთების საშუალებასაც გაძლევს უფალი ერთი შვილისთვის, იმას მოგცემს მეორესთვის, მესამესთვის და ა.შ."

ზურა მანჯავიძე

mshoblebi

მომღერალი ზურა მანჯავიძე მამა პირველად 20 წლის ასაკში გახდა, მას შემდეგ კიდევ სამჯერ შეიგრძნო მამობის ბედნიერება. დღეს უკვე დიდი შვილები ჰყავს - 23 წლის გიორგი, 17 წლის – ანი და 12 წლის ტყუპი. ოთხივე შვილის გაზრდაში უშუალოდ მონაწილეობდა და მეუღლეს ეხმარებოდა ყველაფერში.

გია ბაღაშვილი

გია ბაღაშვილს და თამუნა ტაბატაძეს ასევე ოთხი შვილი ჰყავთ - მშვენიერი ქალიშვილები, რომლებსაც ერთად ზრდიან. mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში თამუნა ამბობს, რომ დედა ეხმარება ბავშვების გაზრდაში. უნდოდა თუ არა ბევრი შვილი, ამაზე კი შემდეგი პასუხი აქვს: "ზოგადად, მე ძალიან მიყვარს ბავშვები. სანამ ჩემი შვილები მეყოლებოდა, უკვე მყავდა ძმისშვილები, რომლებთან თამაშიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ოჯახის შექმნისთანავე ვფიქრობდი, რომ ბევრ შვილს გავაჩენდი, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა, ყველაზე ძვირფასი და საამაყო რამ, რაც შემიქმნია".

mshoblebi

ნინო გიგიშვილი