შვილის გამოსახულების ატრაქციონები და გასაბერი თოჯინები - კაილი ჯენერის შვილის იუბილეს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - მშობლები

შვილის გამოსახულების ატრაქციონები და გასაბერი თოჯინები - კაილი ჯენერის შვილის იუბილეს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

2020-02-05 06:51:14+04:00

1 თებერვალს კიმ კარდაშიანის დის, კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის ქალიშვილი შტორმი 2 წლის გახდა. ჯენერმა შტორმისთვის გრანდიოზული საღამო მოაწყო. ქალიშვილის დაბადების დღემდე მან სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: "ეს ნამდვილი სიგიჟე იქნება. ლოდინი აღარ შემიძლია."

mshoblebi

კაილი ჯენერი არ იტყუებოდა. კარდაშიანების ოჯახი გრანდიოზული წვეულებების მოწყობით განთქმულია. შტორმის დაბადების დღე ამის კიდევ ერთი მაგალითი აღმოჩნდა. ჯენერმა გადაწყვიტა, ქალიშვილის პირველი დაბადების დღის ფორმატი გაემეორებინა და მისთვის გასართობი პარკი მთლიანად მოაწყო. თუმცა იდეას სოციალურ ქსელში ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა.

mshoblebi

შესასვლელში უზარმაზარი გასაბერი თავი იდგა შტორმის გამოსახულებითა და გაღებული პირით. გარდა ამისა, წვეულებაზე გოგონას გამოსახულებით სხვა უამრავი გასაბერი თოჯინა იყო. ფოტოებზე ის საერთოდ არ გამოიყურებოდა შეშინებულად. როგორც ჩანს, ინტერნეტმომხმარებლებისთვის, ასე არ აღმოჩნდა.

mshoblebi

"მარტო მე მეშინია ამ უზარმაზარი თავის?", "შერცხვება რომ გაიზრდება და ამ კოშმარს ნახავს", - ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში კაილი ჯენერის ინიციატივას.

mshoblebi