რატომ აწოვებდა შვილი მამას ძუძუს - ამბავი, რომელიც ისტორიაში შევიდა და მხატვრების მუზად იქცა
რატომ აწოვებდა შვილი მამას ძუძუს - ამბავი, რომელიც ისტორიაში შევიდა და მხატვრების მუზად იქცა
ეს ამბავი, "რომაული მოწყალების" სახელით არის ცნობილი და ძველი რომის ისტორიას უკავშირდება. ფაქტი, რომელიც სავარაუდოდ პირველ საუკუნეში მოხდა, რომაელმა ვალერიუს მაქსიმუსმა აღწერა. მისი ნაამბობის თანახმად, საკმაოდ გამოცდილი მებრძოლი და მხედართმთავარი კიმონი, უკვე მხცოვან ასაკში დააპატიმრეს და შიმშილით სიკვდილი მიუსაჯეს. თუმცა ის არ მიატოვა მისმა ქალიშვილმა პერომ, რომელიც ახალნამშობიარები და შესაბამისად, მეძუძური გახლდათ. მან მოიპოვა მამასთან შეხვედრის უფლება და ყოველდღე მასთან მოსანახულებლად მისული, მას ძუძუთი კვებავდა. ასე გადაარჩინა მამა სიკვდილს.

ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არ გამორჩენიათ მხედველობიდან ჯერ ციხეში, მერე
კი უკვე ოფიციალურ პირებს, რომლებზეც ისე იმოქმედა ამ ფაქტმა, რომ მოხუცი შეიწყალეს და გაათავისუფლეს.

მოგვიანებით ამ მოვლენას "რომაული მოწყალება" შეერქვა, ასევე მოიხსენიებდნენ, როგორც მამაშვილური სიყვარულის დიდ მაგალითს და მსოფლიოს მხატვრებისთვის საოცარ მუზად იქცა.
mshoblebi
ამ თემაზე ტილოები აქვთ შექმნილი რუბენსს, კარავაჯოს და კიდევ ბევრ მხატვარს, სიუჟეტი ასევე გამოიყენა ჯონ სტაინბეკმა რომანში "მრისხანების მტევნები".

74582
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
nn
3
ამაზრზენი სანახავია
17:12 / 10-02-2020
სამწუხაროა-ს
6
ყოველ შემთხვევაშ 80-იანების შემდეგ არ ასწავლიან თორემ მეხსომებოდა.. კომუნისტები აკრძალავდნენ თავიანთი მრუდე შეხედულობების მიზნით
13:21 / 10-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი