ქალაქ უხანში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინია გამოცხადებული. შესაბამისად, ისევე როგორც დაავადებულებს, სამედიცინო პერსონალსაც ეკრძალება გარესამყაროსთან კონტაქტი. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ემოციური ვიდეო, თუ როგორ ხვდება ჩინელი მედდა 9 წლის ქალიშვილს. ვიდეოს 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ექთანი ლიუ ჰაიანი ჰანანის პროვინციაში ინფექციური დაავადებების განყოფილებაში მუშაობდა, რა დროსაც ეპიდემია გამწვავდა. ის 39 ექთანთან ერთად გადაუდებელ დახმარებას უწევს დაავადებულებს. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მათ საკუთარი ოჯახის წევრებთან კონტაქტიც ეკრძალებათ.
დედას ქალიშვილმა, ჩენგ შივენმა, მამასთან ერთად საავადმყოფოში მიაკითხა. მათ ჩახუტების უფლება არ ჰქონდათ. გოგონა ტიროდა, მათი დიალოგი კი ძალიან ემოციური აღმოჩნდა:
"-დედა!
-თავს მიხედე.
- ძალიან მენატრები .
-დედა მონსტრებს ებრძვის, ვირუსს რომ დავამარცხებთ, დაგიბრუნდები..."
ქალი ქმარ-შვილისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა, სპეციალური ტანსაცმელი ეცვა და სახის ნიღაბი ეკეთა.