ცნობილი მსახიობი, ლეგენდარული "სპარტაკი" კერკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა შვილმა, ასევე ვარსკვლავმა მაიკლ დუგლასმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მწუხარების გამომხატველი სიტყვები:
"ღრმა მწუხარებით ვიუწყებით მე და ჩემი ძმები, რომ დღეს კერკ დუგლასმა 103 წლის ასაკში დაგვტოვა. მთელი სამყაროსთვის ის იყო ლეგენდა, მსახიობი კინოს ოქროს საუკუნიდან, ჰუმანური მოღვაწე, სამართლიანი და ბევრისთვის სამაგალითო.
მაგრამ ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის - ჯოელისა და პიტერისთვის ის იყო უბრალოდ კარგი მამა, კეტრინისთვის - მშვენიერი მამამთილი, შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის - მოსიყვარულე ბაბუა და თავისი ცოლის ანასთვის - შესანიშნავი ქმარი.
კერკმა კარგად განვლო თავისი ცხოვრება და დატოვა დიდი მემკვიდრეობა კინოში, სახსოვარი მომავალი თაობებისთვის, და იცოვრა ფილანტროპად, რომელიც გამუდმებით მუშაობდა საზოგადოების საკეთილდღეოდ და პლანეტაზე მშვიდობისთვის.
ნება მომეცით დავასრულო სიტყვებით, რომლებიც ვუთხარი ბოლო დაბადების დღეზე და რომელიც ყოველთვის დარჩება სიმართლედ: მამა, მე შენ ძალიან მიყვარხარ და ძალიან ვამაყობ, რომ შენი შვილი ვარ".
ასევე იხილეთ კერკ დუგლასისა და მისი მეუღლის საოცარი სიყვარულის შესახებ: