ანსამბლ "სუხიშვილების" ყოფილი სოლისტი, მოცეკვავე თეა დარჩია დღეს იუბილარია. მას შვილმა, მარიამ მათიაშვილმა, რომელიც თავადაც მოცეკვავეა, განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა.
როგორც ჩანს, დედის დაბადების დღისთვის მარიამმა მისალოცი ვიდეო გადაიღო, რომელშიც თეას ახლობლები, მეგობრები, მათ შორის ნინო და ილიკო სუხიშვილებიც მონაწილეობენ.