მძიმე ბავშვობიდან კინოვარსკვლავობამდე და მრავალშვილიან დედობამდე - ჯულია რობერტსის ცხოვრება მშვენიერი ღიმილის მიღმა
მძიმე ბავშვობიდან კინოვარსკვლავობამდე და მრავალშვილიან დედობამდე - ჯულია რობერტსის ცხოვრება მშვენიერი ღიმილის მიღმა
1967 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა გოგონა, რომელსაც ბედმა კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი მსახიობის ტიტული არგუნა. ჯულია რობერტსი არა მხოლოდ შესანიშნავი მსახიობი და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, არამედ სამი შვილის დედაცაა.

ჯული ფიონა რობერტსი ბეტი და უოლტერ რობერტსების ოჯახში დაიბადა. მამა ლეიბებს ყიდდა, დედა კი საეკლესიო პალატაში მდივანი იყო. თავისუფალ დროს სამოყვარულო თეატრში თამაშობდნენ. მამა პიესებსაც წერდა.

ჯულია რობერტსი ოჯახში მესამე შვილი იყო. მაშინ დაიბადა, როცა მის მშობლებს ფინანსურად ძალიან უჭირდათ. ფინანსურმა პრობლემებმა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაძაბა და როდესაც ჯულია 4
წლის იყო, განქორწინდნენ.

mshoblebi
გოგონა დედასთან დარჩა. დედამისი გათხოვდა, მამინაცვალი კი სასტიკი კაცი აღმოჩნდა ისე, რომ გოგონას ხელითაც კი ეხებოდა. ამის შესახებ წლების შემდეგ ჯულიას ძმამ, ერიკ რობერტსმა, ისაუბრა. თავად ჯულია რობერტსს საკუთარ მძიმე ბავშვობაზე არასდროს უსაუბრია.

დედას რომ ფინანსურად დახმარებოდა, 13 წლიდან პიცერიაში ოფიციანტად მუშაობდა. ცდილობდა, სკოლაში კარგად ესწავლა, უკრავდა კლარნეტზე და ვეტერინარობაზე ოცნებობდა. განსაკუთრებით გულმოდინედ ბიოლოგიას სწავლობდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთი ნაბიჯი გადადგა საკუთარი ოცნების ასასრულებლად და ჯორჯიის უნივერსიტეტში ჩააბარა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, გადავიდა ნიუ-იორკში და სამოდელო სააგენტო Click-თან კონტრაქტს მოაწერა ხელი, სადაც სამსახიობო კურსები გაიარა.

გარა ამისა, ნიუ-იორკში ჯულია რობერტმა სამხრეთული აქცენტიც გამოასწორა, რაც ფილმებში მიუღებელი იყო. საკუთარ სახელს "ჯულის" მიამატა "ა" და ასე გახდა ჯული რობერტსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი - ჯულია რობერტსი.
არაერთი კასტინგის შემდეგ მას 15-წამიანი როლი მისცეს ფილმში. 1989 წელს უკვე "ოქროს გლობუსი" მიიღო და ფილმში "ფოლადის მაგნოლიები" შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის, ასევე წარდგენილი იყო "ოსკარზე". შემდეგ წელს კი ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი "ლამაზმანი", სადაც ჯულია მთავარი როლის შემსრულებლად აიყვანეს. ეს იყო მისი კარიერის ყველაზე მთავარი როლი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. 
mshoblebi
მსახიობი პირველად 1993 წელს მომღერალ ლაილ ლობეტზე დაქორწინდა, თუმცა ორი წლის შემდეგ განქორწინდნენ. შვილები არ ჰყოლიათ. 2002 წელს ჯულია ოპერატორ დენიელ მოდერს გაჰყვა ცოლად.

mshoblebi
2004 წელს წყვილს ტყუპი შეეძინა - ვაჟი ფინეს უოლტერი და გოგონა ჰეზელ პატრიშა. ბავშვები ვადაზე ერთი თვით ადრე დაიბადნენ, თუმცა ჯანმრთელები იყვნენ. 2007 წელს ჯულიას კიდევ ერთი შვილი, ჰენრი მოდერი შეეძინა.

ახლა უკვე მრავალშვილიანი დედა ჯულია ხშირად ამბობს, რომ მისთვის მთავარი ოჯახია. შვილებთან ერთად ნიუ-იორკის პრესტიჟულ რაიონში, მანჰეტენში ცხოვრობს. წყვილი ინდუიზმს აღიარებს, ამიტომ ბავშვებთან ერთად ხშირად დადიან ინდუისტურ ტაძარში.
ჯულია და დენი მაქსიმალურად ცდილობენ, ბავშვები საზოგადოების ყურადღებისგან დაიცვან. "ბევრი შეცდომა და ცრემლი იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა შვილები საოცრებები არიან", - ამბობს მსახიობი.

mshoblebi

ოჯახში მკაცრი წესები არსებობს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ფილმების ყურებას ეხება. მშობლები და ბავშვებიც ტელევიზორის ყურებას, წიგნების კითხვას ამჯობინებენ.

"ჩემს შვილებს უამრავი წიგნი აქვთ, მათ შორის ილუსტრირებული ზღაპრები. ძალიან ვაფასებთ დროს და როდესაც საღამოს ძლის წინ ვხვდებით, ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ მთელი დღის ემოციებსა და შთაბეჭდილებებს", - ამბობს რობერტსი, რომელიც ბავშვებისთვის სუპერვარსკვლავი კი არა, უბრალოდ დედაა.

mshoblebi
ჯულიას შვილები მსახიობის პროფესიით ჯერ არ დაინტერესებულან, თუმცა ძალიან უყვართ მუსიკა. როგორც რობერტსი ამბობს, მათ ოჯახში უკვე უკრავენ ვიოლინოზე, საყვირსა და ვიოლონჩელოზე.

დედისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმე სკოლისათვის ბავშვების მომზადებაა. მათ ძალიან უყვართ სხვადასხვა ფერადი საკანცელარიო ნივთი, ასევე სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთების შეძენა. ის აქტიურადაა ჩართული აღზრდის პროცესში. ცოლ-ქმარს განსხვავებული მიდგომა აქვს. დენიელი თვლის, რომ მნიშვნელოვანია ბავშვებთან მეგობრობა, ხოლო ჯულია მიიჩნევს, რომ უფრო მკაცრი საზღვრის დაწესებაა აუცილებელი. თუმცა, ორივე თანხმდება, რომ ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი - ნდობაა.

mshoblebi
ახლა ცნობილი მსახიობი 50 წელზე მეტისაა, მის ცხოვრებაში აღარაა ისეთი გრანდიოზული და კაშკაშა როლები, როგორც კარიერის დასაწყისში, თუმცა, საკუთარი ოჯახით ძალიან ბედნიერია.

mshoblebi
21058
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ქრისტი
0
როგორ მიყვარს ეს მსახიობი ჯოლის შემდეგ ფავორიტია❤❤❤❤
15:14 / 09-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი