ზოგადი ფრაზები: "ისწავლე საკუთარი თავის დაცვა" ან "უნდა დაიცვა შენი თავი" ვერ ეხმარებიან ბავშვს, ის ვერ ხვდება, როგორ უნდა მოიქცეს.
უთხარით ბავშვს კონკრეტულად რა უნდა თქვას და როგორ მოიქცეს. მაგ: როდესაც ვიღაცა ხელს გკრავს, უთხარი: "არ მომწონს, როცა ხელს მკრავენ. ასე აღარ მოიქცე, თორე აღარ გეთამაშები" და წამოდი.
არ არის სწორი ასწავლოთ ბავშვს მაშინვე სამაგიეროს მაშინვე დაბრუნება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩხუბი თავიდან აიცილოს. ძალიან მნიშვნელოვანია აუხსნათ ბავშვს, რომ მას ყოველთვის აქვს არჩევანის საშუალება - მონაწილეობა მიიღოს ან არ მიიღოს კონფლიქტში. მას ყოველთვის შეუძლია თავი აარიდოს კონფლიქტს. თქვას, რომ მას არ მოსწონს, როდესაც ასე ექცევიან ან არ მოსწონს ესა თუ ის თამაში საერთოდ. ასევე უნდა იცოდეს დიალოგი, შეეძლოს კონფლიქტურ სიტუაციაში არ დაიბნეს და არ შეეშინდეს, უბრალოდ მტკიცედ და არა შიშით თქვას თავისი სათქმელი.
თუ ბავშვთა კოლექტივში არის ისეთი ბავშვი, რომელიც გამუდმებით აწვალებს, ხელს კრავს და ნერვებს უშლის თქვენს შვილს, თუ თქვენმა შვილმა უკვე გამოიყენა ზემოთ აღნიშნული რჩევები, მაშინ ისღა დაგრჩენიათ, თქვენ ჩაერთოთ ამ საკითხში, თუ სკოლაში და ბაღში ხდება კონფლიქტი, მასწავლებელი ჩართეთ. შეგიძლიათ, ბავშვების დამეგობრება სცადოთ ისე, რომ ამას ვერც ერთი ვერ მიხვდეს.
ასევე უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ სირცხვილი არ არის დახმარების თხოვნა, საშველად ხმამაღლა ყვირილი და კონფლიქტურ სიტუაციებზე ოჯახში საუბარი, უფროსებისთვის რჩევის კითხვა და შიშების გაზიარება. თუ მშობელი ხვდება, რომ კონფლიქტი სერიოზულია და ბავშვი ვერ აგვარებს, მასზე ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს, აუცილებლად თავადაც უნდა ჩაერიოს და არც ესაა სირცხვილი...
თუ ხშირად ხვდება ისეთ გარემოში, სადაც უყვართ კონფლიქტები და მათი გადაჭრა მხოლოდ ფიზიკური ჩხუბით, და თუ ვერ არიდებთ ბავშვს ასეთ გარემოს, ჯობს, სპორტის რომელიმე სახეობაზეც შეიყვანოთ, სადაც ისწავლის თავდაცვას მხოლოდ იმისთვის, რომ შეეძლოს ჩხუბის დროს საკუთარი თავის დაცვა და ასევე იმისტვის, რომ უფრო თავდაჯერებული იყოს და არ შეეშინდეს კონფლიქტების დროს, ესეც კარგია.
ბავშვი რომ თანატოლებმა არ დაჩაგრონ - 9 წესი, რომელიც შვილს აუცილებლად უნდა ასწავლოთ!