240-სანტმეტრიანი სიმაღლის ცოლ-ქმარი - ყველაზე მაღალი წყვილის ტრაგიკული ამბავი
240-სანტმეტრიანი სიმაღლის ცოლ-ქმარი - ყველაზე მაღალი წყვილის ტრაგიკული ამბავი
ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას და საყვარელ ადამიანთან შეხვედრას ცხოვრებაში. მაგრამ გიგანტური ადამიანებისთვის ეს ძალიან რთულია. ერთმა წყვილმა მოახერხა ეპოვნა ერთმანეთი, თუმცა ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.

ანა ჰეინინგის დედას მესამე ბავშვზე რთული მშობიარობა ჰქონდა. ისიც, მისი ქმარიც და მშობლებიც საშუალო სიმაღლის იყვნენ. თუმცა ბავშვი 7-კილოგრამიანი დაიბადა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ანას კიდევ 10 და-ძმა გაუჩინეს მშობლებმა. ანა ყოველთვის განსხვავდებოდა თავისი დედმამიშვილებისგან. 4 წლის ასაკში 1 მ და 37 სმ. იყო. 6 წლისა - დედას გაუტოლდა, 11 წლის - 188 სმ. და 96
კგ. იყო. 15 წლის - 2 მეტრი და 10 სანტიმეტრამდე გაიზარდა და კიდევ აგრძელებდა ზრდას. ამასთან, ანა ძალიან პროპორციულად იზრდებოდა და რეკორდულ სიმაღლემდე - 243 სმ.-მდე გაიზარდა.

კარიერა ცირკში
mshoblebi

ანა განათლებული ქალი იყო, უყვარდა ლიტერატურა, მუსიკა და უზომოდ უყვარდა სწავლა. 1862 წელს მან მიიღო ცნობილი ცირკის მფლობელის, ტეილორ ბარნუმის წინადადება, ნიუ-იორკში გადასვლასა და ცირკში მუშაობაზე. ყოველთვიური ანაზღაურება 1000 დოლარი და სწავლისათვის საკმარისი თავისუფალი დრო ჰქონდა. გამოსვლების შუალედში სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, სამსახიობო ოსტატობას და ვოკალს. ერთხელ თეატრის სცენაზე ლედი მაკბეტიც ითამაშა. მისი გიგანტური ფორმები არ უშლიდა ხელს, ყოფილიყო ბედნიერი.

ძალიან ვიწრო ფანჯრები
mshoblebi

1865 წლის 13
ივლისს ბარნუმის მუზეუმში ხანძარი გაჩნდა. კიბეები ცეცხლის ალში გაეხვა. სხვებმა ფანჯრებიდან გადახტომა მოახერხეს. ანა თავისი ზომებიდან გამომდინარე ვერ გამოეტეოდა ფანჯრის რაფებიდან. საბედნიეროდ, მესამე სართულზე აღმოჩნდა გასასვლელი და იქ მყოფები ანას დაეხმარნენ დაბლა ჩამოსვლაში. 18 ძლიერ მამაკაცს ეჭირა თოკი, რის მეშვეობითაც ანა დაბლა ჩამოვიდა. ამ ამბის შემდეგ, ოჯახს დაუბრუნდა, რათა სტრესისგან გამოსულიყო. თუმცა გარკვეული დრო რომ გავიდა, ცირკში დაბრუნდა და გასტროლებზე გაჰყვა. სწორედ იქ შეხვდა თავის სიყვარულს.

კენტუკელი გიგანტი
mshoblebi

მარტინ ვან ბიურენ ბეიტ სიატვისი, მომავალი საცოლისგან განსხვავებით, ნორმალური წონის დაიბადა. 6-7 წლამდე ნორმალურად ვითარდებოდა. შემდეგ დაიწყო არანორმალური ზრდა. 14 წლის ასაკში მისი სიმაღლე 210 სმ, ხოლო წონა - 140 კგ იყო.
mshoblebi
მარტინი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ გაიწვიეს ომში. ომიდან დაბრუნების შემდეგ სკოლას აღარ დაუბრუნდა. გადაწყვიტა, ცირკში მისულიყო, რაც უფრო შემოსავლიანი იქნებოდა. აქ შეხვდა თავის სიყვარულს.

სიყვარული სცენაზე და ცხოვრებაში

ანას მენეჯერმა, რომელმაც მარტინი გასტროლებზე ნახა, ის თავის დასში გადმოიბირა. ამის შემდეგ ანა და მარტინი ერთობლივ ნომრებს სთავაზობდნენ მაყურებლებს. მათ პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი. 1871 წელს ლონდონის ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს.
mshoblebi
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოძღვარი, რომელმაც წყვილს ჯვარი დაწერა, 191 სმ. სიმაღლის იყო და ახალდაქორწინებულთა ფონზე საკმაოდ დაბალი ჩანდა. ქორწილში მოიპატიჟეს დედოფალი ვიქტორია, რომელმაც ალმასებით მოჭედილი ოქროს საათი აჩუქა შეუღლებულებს.

ქორწინებიდან ერთ წელიწადში წყვილმა მიწის ნაკვეთი შეიძინა და ააშენეს სახლი, სადაც კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ჭერის სიმაღლე 4.3 მ, კარები - 2.6 მ. ავეჯიც სპეციალური შეუკვეთეს. სახლის უკანა ნაწილი, სადაც მოსამსახურეები ცხოვრობდნენ, ჩვეულებრივი სიმაღლის იყო, რათა იქ მცხოვრებლებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ.

ორი ტრაგედია

ანამ და მარტინმა ქორწინებაში 17 წელი იცხოვრეს. ამ დროის განმავლობაში მათ ცხოვრებაში ორი ტრაგედია მოხდა. 1872 წლის 19 მაისს ანას გაუჩნდა შვილი, რომელიც 8 კგ და 200 გრამს იწონიდა. სიგრძე - 68,6 სმ. სამწუხაროდ, გოგონა მკვდარი დაიბადა. წყვილმა გადაწყვიტა, კიდევ ეცადა ბავშვის გაჩენა. ზაფხულის გასტროლებზე ანა დაორსულდა. 1879 წლის 15 იანვარს დაეწყო მშობიარობა. მშობიარობის პირველი ეტაპი 36 საათს გრძელდებოდა. მეანმა გადაწყვიტა, მაშები გამოეყენებინა. ახალშობილს იმხელა თავი ჰქონდა, რომ მაშებით ვერ მოხდა მოჭიდება. მაშინ გინეკოლოგმა ხელით შექმნა უფრო დიდი ზომის მაშები... მძიმე მშობიარობის შედეგად დაიბადა ბავშვი, რომელმაც მხოლოდ 11 საათი იცოცხლა. მისი წონა 10,5 კგ იყო. ახალშობილი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს.
mshoblebi
ამის შემდეგ აღარც ჰქონიათ ბავშვის გაჩენის მცდელობა.

წყნარი ცხოვრება ფერმაში

ორი შვილის დაკარგვის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა, წამოსულიყო ცირკიდან და მშვიდად ეცხოვრათ. მართლაც, მომდევნო წლები თავიანთ ფერმაში გატარეს. საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდნენ. მხოლოდ ეკლესიაში დადიოდნენ წირვაზე. სპეციალურად მათთვის იქ უზარმაზარი სკამები დაამონტაჟეს.

ანა ბეიტსი 41 წლის ასაკში, 1888 წელს, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
mshoblebi
მარტინმა სპეციალური შეკვეთით დაამზადებინა სასახლე.

ანას სიკვდილის შემდეგ, ბეიტსი მეორედ დაქორწინდა. ოღონდ ამჯერად ჩვეულებრივი სიმაღლის ქალზე და 1919 წლამდე იცხოვრეს ერთად. ბეიტსმა 82 წელი იცოცხლა, რაც გიგანტური ადამიანებისთვის არ იყო ტიპიური.
14469
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი