ბიონსე და ჯეი-ზი უცხოური შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ერთად ხშირად არ ჩნდებიან, მათ ირგვლივ ხმაური არ წყდება. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე წყვილი საკუთარი შამპანურით მივიდა. "სუპერ ბოულის" შოუში სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას ყველა ფეხზე იდგა, ბიონსე და ჯეი-ზი კი ისხდნენ და ისე ადევნებდნენ თვალს მოვლენებს.
წყვილმა 2008 წელს დადებული საქორწინო კონტრაქტის გამო ამჯერადაც მოახერხა მედიის გაოცება. კონტრაქტის თანახმად, რეპერი ვალდებულია ბიონსეს თითოეული ბავშვისთვის 5 მილიონი დოლარი გადაუხადოს. განქორწინების შემთხვევაში კი - ერთი მილიონი ყოველწლიურად. შეგახსენებთ, ამ ეტაპზე ბეიონსეს და ჯეი-ზის სამი შვილი ჰყავთ.
რამდენიმე წლის წინ წყვილმა კონტრაქტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, განქორწინების შემთხვევაში ბავშვებს ერთად აღზრდიან, ასევე სპეციალურად მათთვის შეიქმნება ფონდი, სადაც ფულს გადარიცხავენ.