ქალი გარდაცვლილ შვილს "შეხვდა" ახალი ტექნოლოგიების დახმარებით - ვიდეო, რომელმაც შეძრა ინტერნეტი
7 წლის სამხრეთკორეელი ნაიონი განუკურნებელი დაავადებით იტანჯებოდა და 2016 წელს გარდაიცვალა... გავიდა წლები და ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, გოგონას დედა ჯი სუნი მას შეხვდა... ეს ამბავი აღწერილია MBC-ის კორეული განყოფილების მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში "მე შენ შეგხვდი", რომელშიც აღწერილია ვირტუალურ რეალობაში "გაცოცხლებულ" გოგონასთან დედის შეხვედრა.

პატარა ნაიონის სამგანზომილებიანი მოდელის შესაქმნელად კომპიუტერული ტექნოლოგიები გამოიყენეს - ჩაიწერეს მსახიობი ბავშვის მოძრაობები, რომლებიც იქცა გარდაცვლილი გოგონას ციფრულ პროტოტიპად. სამგანზომილებიანი გამოსახულება იმეორებდა გარდაცვლილი გოგონას სახეს, ასევე ის აღჭურვეს ნაიონის ხმით, რომელიც ოჯახში შემორჩენილი ვიდეოები
დან აღადგინეს. გოგონას დასანახად და "შესაგრძნობად" საჭირო იყო მხოლოდ, დედას მოერგო VR-
სათვალე და ტაქტილური ხელთათმანები. ოჯახის დანარჩენი წევრები ამ ყველაფერს ეკრანზე ადევნებდნენ თვალს.
დედას გაუჭირდა ცრემლების შეკავება. ფაქტობრივად, ის თავის გოგონას ხედავდა და ეხებოდა კიდეც, მასთან ერთად სეირნობდა და დაბადების დღეც კი აღნიშნა.
"არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მაგრამ მე ჩემს შვილს შევხვდი, რომელმაც გამიღიმა. თუნდაც სულ ცოტა ხნით, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს იყო ოცნება, რომლის ასრულებაც ყოველთვის მინდოდა", - ამბობს ჯი სუნი დოკუმენტურ ფილმში.

34809
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?