"მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი... მაპატიეთ, რომ არაფერი გამოგვივიდა"
"მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი... მაპატიეთ, რომ არაფერი გამოგვივიდა"
ანიტას დედა მარიკო სადრაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“გამარჯობა, მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! მაპატიეთ, რომ არაფერი გამოგვივიდა. დავმარცხდით ამ ბრძოლაში მე და ანიტა. იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი მასაც არ უნდოდა წასვლა. ბოლო წუთამდე მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ და ჩემთან უნდა. მე ვგრძნობ, რომ ანიტა აქ არის. მუდმივად ჩემ გვერდითაა. ჩემზე წერთ ძლიერიაო, მაგრამ დამიჯერეთ ეს ძალა თქვენ მაპოვნინეთ. თქვენ დამაჯერეთ, რომ ჩემი გოგო განსაკუთრებულია და მეც ვალდებული ვარ ვიყო ღირსეული დედა მისთვის,
ვიყო ისეთი, როგორსაც ჩვენი ანიტა იმსახურებს. მინდა მისი დაწყებული კეთილი საქმეები გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ. ის ძალიან კეთილია. არ უნდოდა სხვა ბავშვის გული, არ წაიღო ჩემმა კეთილმა ადამიანმა. დედამისი ნატრობდა მის გადასარჩენად სხვის გულს, მაგრამ ანიტამ არ გააკეთა ეს. თავისი ნამცეცა გული აირჩია და ისე წავიდა. მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს… სიკეთეები მისი სახელით არ დასრულდეს, და ღმერთს ვთხოვ მომცეს ამის ძალა. არ შეიძლება ასე ხშირად ირღვეოდეს ბუნების კანონზომიერება, არ უნდა დავუშვათ, რომ დედები აცილებდნენ შვილებს და არა პირიქით… მიყვარხართ ანიტელებო და თქვენ მაძლიერებთ…”
11451
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ქართველი
0
მარიკო საყვარელო, შენ და ანიტა გმირულად იბრძოდით, ჩვენც თქვენთან ერთად ვიბრძოლეთ, მაგრამ უფლის ნება იყო ასეთი...ანიტა უფალთან არის, შენც ძლიერად იყავი რომ დიდი ხნის შემდეგ შეხვდე შენს ანგელოზს, ლოდინს გაუძელი საყვარელო.
16:22 / 11-02-2020
salome
0
gamdzleobas gisurveb chemo kargo,4 celia am sashinel tkivils vudzleb.autaneli da gausadzlisia magram vudzleb.anitam tavidan ganmacdevina is tkivili titqos tavidan davkarge chemi peria
14:08 / 10-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?