როგორ გამოიყურებიან მილიარდერი ქალები, რომლებსაც შეუძლიათ, ყველაფრის უფლება მისცნენ საკუთარ თავს
როგორ გამოიყურებიან მილიარდერი ქალები, რომლებსაც შეუძლიათ, ყველაფრის უფლება მისცნენ საკუთარ თავს
შოუბიზნესის გავლენის გამო, მილიარდერ ქალებზე საუბრისას უმრავლესობას კაილი ჯენერი და კიმ კარდაშიანი წარმოუდგება თვალწინ. ალბათ ამ ქალბატონების "დამსახურებაა", რომ ყველა ფიქრობს, თითქოს პლასტიკური ოპერაციები, კოსმეტიკური საშუალებები, ძვირად ღირებული ტანსაცმელი და ფუფუნების ნივთებია მილიარდერი ქალების ყოველდღიურობა. თუმცა რეალობა ხშირად განსხვავებულია. ბევრი მათგანი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს და არ ცდილობს, საზოგადოებაში რამით გამორჩეული იყოს.

ელენა ბატურინა, 56 წლის

mshoblebi

რუსეთის უმდიდრესი ქალი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლეა. მას ანგარიშზე მილიარდ დოლარზე მეტი აქვს,
ხოლო მისმა კონკურენტმა, ტატიანა ბაკალჩუკმა ახლახან შეაგროვა მილიარდი დოლარი. გარეგნულ ბრწყინვალებაზე ბატურინა ნაკლებად ზრუნავს და ამიტომ მასზე ერთი შეხედვით ვერც იტყვით, რომ ერთ-ერთი უმდიდრესი ქალბატონია.

სავიტრი ჯინდალი, 69 წლის

mshoblebi

ქმრის გარდაცვალების შემდეგ, საოჯახო ბიზნესს თავად ჩაუდგა სათავეში. სავიტრის ხელმძღვანელობით ფოლადის კონგლომერატი კი არ გაკოტრდა, მოგება რამდენჯერმე გაიზარდა. ჯინდალი ინდოეთის უმდიდრეს ქალად ითვლება და 6,8 მილიარდ დოლარს ფლობს.

დიანა ჰენდრიქსი, 73 წლის

mshoblebi

სამშენებლო მასალების გაყიდვით, ამერიკელმა ქალმა 7,7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, წარმატებამდე მისასვლელი გზა, სარისკო იყო. მან და მისმა მეუღლემ ბიზნესის ასაწყობად დიდი სესხი აიღეს და ბანკში მთელი ქონება ჩადეს. სამწუხაროდ, დიანას ქმარი 2007 წელს გარდაეცვალა, ქალი კი აგრძელებს 7 შვილთან ერთად ბიზნესის
გაძღოლას.

ელის უოლტონი, 70 წლის

mshoblebi

კორპორაცია "ვოლმარტის" დირექტორის, სემ უოლტონის ქალიშვილი, 52 მილიარდ დოლარს ფლობს. ქალს ფული ხელოვნების ნიმუშების შესაძენად არ ენანება. მან ერთ-ერთ აუქციონზე იშვიათი ნივთი 20 მილიონ დოლარად იყიდა.

იან ჰუეიანი, 38 წლის

mshoblebi

ვისგან უნდა ელოდოს მთელი მსოფლიო კორონავირუსთან საბრძოლველად დახმარებას? ჩინეთის უმდიდრესი ქალის, იანის მფლობელობაშია კომპანია "Country Garden Holdings", კაპიტალი კი 24,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ფრანსუაზა ბეტანკური, 66 წლის

mshoblebi

მსოფლიოს უმდიდრესი ქალი კომპანია "L’Oreal"-ის 33%-იან წილს ფლობს. ის თითოეულ თეთრს უფრთხილდება და 2008 წელს საკუთარ დედასაც კი უჩივლა იმის გამო, რომ საყვარელს მილიარდ დოლარზე მეტი გადაურიცხა. გასაკვირი არ არის, რომ 59 მილიარდ დოლარს ბოლომდე გაუფრთხილდება.

მაკენზი ბეზოსი, 49 წლის

mshoblebi

ქალმა 39 მილიონი დოლარი კომპანია "ამაზონის" დირექტორის, ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შემდეგ მიიღო. მან პირობა დადო, რომ თანხის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში დახარჯავს.

ჟაკლინ მარსი, 79 წლის

mshoblebi

ჟაკლინი ისევე, როგორც მისი მშობლები, შოკოლადის ბიზნესშია. ის 1973 წლიდან შოკოლადის კომპანია "მარსის" დირექტორია და მისი ქონება 30,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
8809
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
eka
2
საყვარელს- შვლის ფული, თან 1 მლრდ, ნაკლებიც არ მოუნდომებია ალფონსს, იქნებ შემდეგში მაგ ფულით მოაკვლევინოს ეს ქალი და ბოლომდე წაართვას ასეთ სულელ დედას
14:16 / 12-02-2020
c
1
1 მილიარდის გადარიცხვა ვიღაც ..ისთვის ნორმალურია? კარგი უქნია თუ ჩივლა, შემდეგში ეს ქალი ფულს არ გაანიავებს,როგორც სჩანს მას ეს ფული არ გამოუმუშავებია
17:43 / 11-02-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?