კრაფტი, იგივე - ხელსაქმე, იმდენ წელს ითვლის, რამდენსაც თავად ადამიანი. უხსოვარი დროიდან მოყოლებული ადამიანი საკუთარი ხელით ქმნიდა სანადირო თუ თავდაცვით იარაღებს, ჭურჭელს, საწერ თუ სახატავ საშუალებებს. ასე გამოხატავდა თავის აზრს, გრძნობებსა თუ ემოციებს.
ხელსაქმე მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რასაც არაერთი მიზეზი აქვს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ 10 მიზეზს, თუ რატომ არის კრაფტი მსოფლიოში საუკეთესო საქმიანობა.
კრაფტი თვითგამოხატვის საშუალებაა
ადამიანი მხოლოდ მაშინ ახერხებს სრულყოფილად ცხოვრებას, როდესაც თავის აზრებს, გრძნობებსა და ემოციებს გამოხატავს. გამოხატვის მრავალფეროვანი საშუალებებიდან ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ ხელსაქმეა, რადგან ჩვენი მოქმედების შედეგს ყოველ წამს ვხედავთ.
კრაფტი კონცენტრაციის უნარს აუმჯობესებს
კერვა, ქსოვა, ხესა თუ სხვა მასალაზე მუშაობა - რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ხელსაქმე ერთ კონკრეტულ რამეზე კონცენტრაციას მოითხოვს. შეიძლება, თავდაპირველად გაგიჭირდეთ, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ კრაფტით დაკავება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს კონცენტრაციის უნარის.
კრაფტის სწავლა ყველას შეუძლია
ხელსაქმის უამრავი სახეობა არსებობს და ყველა მათგანი საკმაოდ მარტივი შესასწავლია, მთავარია, საჭირო ნივთები გქონდეთ: თექა, საძერწი თიხა, მუყაო, საქარგავი თუ საქსოვი მასალები და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ხელსაქმით დაკავებას აპირებთ, ყველა საჭირო ნივთი წიგნების მაღაზიების ქსელ "ბიბლუსში" შეგიძლიათ ნახოთ.
ექიმები და ფსიქლოგოები ადასტურებენ, რომ ხელსაქმე დადებითად მოქმედებებს ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე. იგი გონებას - განტვირთვაში, ნერვებს - დამშვიდებაში, სხეულს კი მოდუნებასა და დასვენებაში ეხმარება.
კრაფტი უფრო კრეატიულს გაგხდით
ხელსაქმე პირდაპირ უკავშირდება შემოქმდებითობას. რაც უფრო მეტი სახეობის ხელსაქმეს ეუფლებით, ფანტაზია ვითარდება და ორიგინალური იდეები ჩნდება. ამიტომ კრაფტი საუკეთესო საქმიანობაა როგორც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებისთვის.
კრაფტი ნერვულ სისტემას აწესრიგებს
ხელსაქმე განსაკუთრებით დიდი სარგებლის მომტანია მათთვის, ვისაც მუდმივად უწევს სტრესთან გამკლავება და დამშვიდება უჭირს. მაგალითად, ცნობილია, რომ ხელისგულებზე უამრავი რეცეპტორი მდებარეობს. ამიტომ ხელსაქმე, თუნდაც, ქარგვის პროცესი, მათ სტიმულირებას უწყობს ხელს. ტვინს დადებითი სიგნალი მიეწოდება და გონება მშვიდდება.
კრაფტი უფრო თავდაჯერებულს გაგხდით
თავდაჯერებულობა საქმის წარმატებით შესრულებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს ხოლმე. ნებისმიერი რამ, რასაც ჩვენი ხელით ვქმნით, მნიშვნელოვანად მოქმედებს თავდაჯერებულობასა და დადებით განწყობაზე. ამიტომ, ფსიქოლოგები გვირჩევენ, არასოდეს დავუშალოთ ბავშვებს თავისი ნახატებისა თუ ხელნაკეთი ნივთების კედელზე დაკიდება. მის მიერ შექმნილი ნივთის ყურება ბავშვს უფრო თავდაჯებულს გახდის.
კრაფტი შემოსავლიანი საქმეა
ხელსაქმე მარტივად გარდაიქმნება შემოსავლის წყაროდ. ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტად პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. თანაც, დღეისათვის საქართველოშიც არაერთი პროგრამა არსებობს, რომლებიც სტარტაპებს განვითარებაში ეხმარებიან.
კრაფტი დროის გაყვანის უსაფრთხო საშუალებაა
"ტექნოლოგიების საუკუნეში" ისეთი უწყინარი გართობა, როგორიც ხელსაქმეა, ნამდვილად საუკეთესო არჩევანია, თუკი დროის გაყვანა გსურთ. ხელსაქმის დროს გონება მსუბუქად არის დატვირთული და მაქსიმალური ზიანი, რაც კი თქვენ თავს შეიძლება მიაყენოთ, მაკრატლის ან საქსოვი ჯოხის თითში შერჭობაა.. მაგრამ, გაგამხნევებთ და გეტყვით, რომ ამის რისკი უმცირესია.
კრაფტს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია
ხელსაქმის დროს ბუნებრივი მასალები გამოიყენება, რომელთა ნიადაგში მოხვედრის შემთხვევაში, დედამიწას საფრთხე არ ემუქრება. ასევე, საკუთარი ხელით გაკეთებული ნივთი უფრო მყარი და საიმედოა, შესაბამისად, მისი გამოყენება წლების განმავლობაში შეგვიძლია (მაგალითად, ნაჭრის ჩანთები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად). კრაფტი ძველი ნივთების განახლებასაც გულისმობს, რაც ნარჩენების შემცირების საშუალებას გვაძლევს.
თუკი ხელსაქმით დაკავება გადაწყვიტეთ, შეგახსენებთ, რომ ყველა საჭირო ნივთი "ბიბლუსის" ფილიალებში შეგიძლიათ მოიკითხოთ.