რესპირატორული ინფექციების რისკ-ჯგუფში ქრონიკული დაავადებების მქონე მოზრდილებთან და ორსულებთან ერთად, ბავშვებიც არიან. ბაღი და სკოლა ის ადგილებია, სადაც სეზონური რესპირატორული ინფექცია ბავშვებში ყველაზე ხშირად ვრცელდება, მშობლებს კი მისი პრევენცია ძალიან უჭირთ. გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო კი ყოველ წელს ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენება ბევრ უკუჩვენებასთან არის დაკავშირებული.
მაშინ როგორ უნდა
- მიმდინარე სეზონზე რა რესპირატორული ინფექციებია გავრცელებული?
- რესპირატორულ ინფექციებს სეზონურობა ახასიათებს. იწყება შემოდგომაზე და გრძელდება ადრეულ გაზაფხულამდე. სექტემბრიდან გვხვდება რინო და ადენოვირუსი, რომელიც ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს და ამ შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებათ ტემპერატურა 37-დან 38 გრადუსამდე, ასევე, ყელის ტკივილი და ერთეული ხველა.რაც შეეხება გრიპს, ის ცირკულირებს უშუალოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისში. გასულ წელს, ფიქსირებოდა H1N1 ანუ A ტიპის ვირუსი, წელს კი ორივე ფიქსირდება, როგორც A, ისე B ტიპის ვირუსი.
- რა სიმპტომებით ხასიათდება თქვენ მიერ ნახსენები რესპირატორული ინფექციები?
- გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ეს არის მაღალი ტემპერატურა, ცხელება 38,5-დან ზემოთ. ასევერისკ ჯგუფებს ძირითადად, წარმოადგენს 5 წლამდე ასაკის ბავშვები. განსაკუთრებით საყურადღებოა 2 წლამდე ასაკი, ორსულები, 65 წლის ზევით პირები და ასევე, ქრონიკული პათოლოგიების მქონე პაციენტები: ვისაც აქვს დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ა.შ.
- რესპირატორული ინფექციის გართულების შემთხვევაში რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მშობელი და ბავშვი?
- ბაქტერიული ინფექციის გავრცელების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ბრონქიტი და ტონზილიტი.ასევე, შესაძლებელია, ქრონიკულ პაციენტებში ეს გართულება უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, ამიტომ სასურველია, პაციენტის მდგომარეობა შეფასდეს ექიმის მიერ ანუ ექიმთან მოხდეს დროული ვიზიტი და თუ საჭიროა, ჰოსპიტალიზაცია.
- ექიმები რა შემთხვევაში მიმართავენ ანტიბიოტიკოთერაპიას?
- ანტიბიოტიკები ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ანტიბაქტერიული მკურნალობა, თუმცა მისი დანიშვნა მხოლოდ ექიმის მიერ კლინიკოლაბორატორიული კვლევების საფუძველზე უნდა მოხდეს.- არსებობს თუ არა ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატივა?
- ანტიბიოტიკების ალტერნატივა ეს არის ფაგები. ფაგებს ჩვენს ქვეყანაში დიდი ხნის ისტორია აქვს. ისინი კონკრეტულ ბაქტერიებზე მოქმედებენ და სასარგებლო მიკროფლორას არ აზიანებენ.ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე წლებია გამოვიყენებ „ფაგიოს“. რაც მთავარია, საჭიროების შემთხვევაში, „ფაგიო“ გამოიყენება დაბადებიდან და არ გააჩნია, გვერდითი ჩვენებები, უსაფრთხოა. მისი მოხმარება უსაფრთხოა ორსულებსა და მეძუძურებში, ასევე, იმუნოდეფიციტურ პაციენტებში.
„ფაგიო“ ინიშნება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს. ისეთი ინფექციების, როგორიც არის მწვავე ლარინგიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი, ასევე, კანის ჩირქოვანი დაავადებები.

- რატომ არის უსაფრთხო ალტერნატივა ფაგოთერაპია?
- ის უსაფრთხოა ზუსტად იმიტომ, რომ მოქმედებს კონკრეტულ ბაქტერიაზე და ანადგურებს მას. ფაგი ნიშნავს ბაქტერიების მშთანთქმელს, შესაბამისად, დაავადების გამომწვევზე მოქმედებს და არ აზიანებს მიკროფლორას.„ფაგიოს“ გამოყენება როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებშიც შესაძლებელია პრევენციის მიზნით.
- რესპირატორული ინფექციების სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. როგორ დავიცვათ თავი მათგან?
- პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, სრულფასოვანი, დაბალანსებული კვება, ვიტამინებით გაჯერებული საკვები, გაკაჟება. ასევე, სასურველია, წელიწადში ორჯერ, ზამთარსა და ზაფხულში ბავშვი მთის კურორტებზე წავიყვანოთ. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, მაშინ უბრალოდ, სოფელში დასვენებაც მშვენიერი ალტერნატივაა.ამასთან, ვაქცინაცია ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციული ღონისძიებაა. მისი ჩატარება შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან.
აღსანიშნავია, რომ დახურული სივრცე ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით, ბაღები და სკოლები, ამიტომაც არის სველი წესით დამუშავება მნიშვნელოვანი. საჭიროა, დღის განმავლობაში 3-ჯერ მაინც განიავდეს ოთახები. ასევე, მაქსიმალურად, თავი უნდა შევიკავოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილებისგან.