ჩვილის გაყიდვის ფაქტზე 7 პირი, მათ შორის, ბავშვის დედა დააკავეს
ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, არას­რულ­წლო­ვა­ნით ვაჭ­რო­ბა-ტრე­ფი­კინ­გის ფაქ­ტზე, შვი­დი პირი და­ა­კა­ვეს.

"და­კა­ვე­ბულ­თა შო­რი­საა თა­ვად ბავ­შვის დედა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ორი ექი­მი. და­კა­ვე­ბულ­თა­გან, ერთ-ერთი გა­სულ წლებ­ში, ამა­ვე სა­ხის და­ნა­შა­ულ­ზეა ნა­სა­მარ­თლე­ვი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, პი­რა­დი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­მორ­ჩე­ნის მი­ღე­ბის მიზ­ნით, გა­ნიზ­რა­ხეს გა­ე­ყი­დათ არას­რულ­წლო­ვა­ნი, ხოლო მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ ურ­თი­ერ­თშო­რის.


ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვით, მო­ი­ძი­ეს ბავ­შვის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლი პირი, რო­მელ­საც ბავ­შვის შე­ძე­ნის სა­ნაც­ვლოდ, მოს­თხო­ვეს 13 000 აშშ დო­ლა­რი. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის
და­ფარ­ვის მიზ­ნით, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, ბავ­შვის დედა, ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ოდ­ში, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მშო­ბი­ა­რო­ბის დროს, და­რე­გის­ტრირ­და სხვა პი­რის გვარ-სა­ხე­ლით.


სა­გა­მო­ძი­ე­ბოს სამ­სა­ხურ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 6 თე­ბერ­ვალს, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლის გა­ყიდ­ვის შემ­დეგ, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი შვი­დი­ვე პირი და­ა­კა­ვა, ხოლო, ახალ­შო­ბი­ლი დრო­ე­ბით მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­ში გა­დას­ცა სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კიგ­ნის მსხვერ­პლთა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე 2 პრი­მა მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 14-დან 17-წლამ­დე ვა­დით.

ასევე იხილეთ: "არ გაყიდულა ჩვენგან ბავშვი..." - "მთავარის" ინფორმაციით, ახალშობილის გაყიდვას კლინიკა "ბაიები"-დან ცდილობდნენ

386
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
გაიხარეთ ვინც ამოაფრინეთ ადამიანით მოვაჭრეები!უმაღლესი სასჯელი მათ!არ დაიწყოთ ეხლა რომ გადაეგდო ჯობდაო?ასე ისეო,ადამიანით ვაჭრობა არის კრიმინალი ი ვსიო ბავშვის მამამ იცის ნეტა მამა რომ გახდა?
05:28 / 13-02-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?