ნიაკო ნოზაძე ძალიან პატარაობიდან გახდა პოპულარული. მისი ფოტოები და ვიდეოები მუდმივად იქცევს ყურადღებას. ნიაკო მომღერალ ირაკლი ნოზაძის შვილია, თუმცა სანამ იმას გააცნობიერებდა, რომ მამა ცნობილი მომღერალია, საზოგადოებამ ნიაკო უკვე კარგად გაიცნო და მისი სახელიცა და გვარიც დაიმახსოვრა.
ირაკლი დღეს იუბილარია. მამას ნიაკომ უსაყვარლესი ვიდეო მილოცვა მიუძღვნა, სადაც მადლობას უხდის სურვილების შესრულებისთვის.
"ამაზე მეტი რაღა ვისურვო?
არაფერი აღარ მინდა!
მადლობა უფალო, მე ბედნიერი ვარ!"
ირაკლის ასევე ჰყავს უფრო ბიჭი, ლუკა, ეს დღე უყურადღებოდ არც მას დარჩენია. ამაყი მამა მილოცვებსა და ფოტოებს სოციალურ ქსელში აზიარებს.
თეკლა ჟვანია
ირაკლი ნოზაძის ქალიშვილი ნიაკო, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს, პატარა მოდელი გახდა