პირველი, რასაც უკლებლივ ყველა ექიმი და ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, ბავშვის ეკრანისგან დისტანცირებაა. ამიტომ ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა მშობლებისთვის, მოიფიქრონ ისეთი გასართობი აქტივობები, რაც გაცილებით საინტერესო და სახალისო იქნება, ვიდრე გაჯეტები და კომპიუტერები.
მშობლების დიდი ნაწილი, ცდილობს შვილებს გასართობად სხვადასხვა ალტერნატივა შესთავაზოს - საბავშვო წიგნების, ჟურნალების, სამაგიდო თამაშების თუ სხვა გასართობების სახით, თანაც ისეთ გარემოში, სადაც პატარა გაერთობა, ახალ უნარებსაც აითვისებს და მშობლებთან ერთად კიდევ უფრო მეტ დროს გაატარებს სასიამოვნოდ.
ბოლო დროს სულ უფრო მეტი სპეციალისტი საუბრობს ხელსაქმის დადებით გავლენაზე. საკუთარი ხელით შექმნის პროცესში ბავშვის ბევრი უნარი ვარჯიშდება, უნვითარებს ფანტაზიას, მიზანსწრაფულობას, მოთმინებას, სიბეჯითეს. დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, უვარჯიშებს ხელის მოტორიკას, ნებისყოფას უძლიერებს და რაც მთავარია, ამ დროს ეკრანთან არ ატარებს.
ალბათ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბევრი მშობლისთვის სასიხარულო იქნება ის სიახლე, რომელსაც გაგანდობთ. გიამბობთ ძალიან საჭირო სივრცეზე, რომელიც თბილისშია და არა მხოლოდ პატარების, მოშობლებისთვისაც საყვარელი ადგილია, რადგან იციან, მათი შვილები იქ უსაფრთხოდ არიან და დროსაც შესანიშნავად ატარებენ.
ეს ადგილი "ფოკუს-მოკუსია", ყველაზე დიდი გასართობი ცენტრი თბილისში, რომელიც გამუდმებით ზრუნავს, რომ საინტერესო სიახლეები შესთავაზოს მომხმარებელს, შექმნას გარემო, რომელიც არა მხოლოდ გართობაზეა ორიენტირებული, არამედ პატარების განვითარებაზეც. სწორედ ამიტომ, ფოკუს-მოკუსში ბავშვებისთვის სპეციალურად ხელოვნების საკვირაო სკოლა შეიქმნა, სადაც ყოველ შაბათ-კვირას უფასო მასტერკლასებს ჩატარდება.
შემეცნებით მასტერკლასებში, პატარებთან ერთად დიდებსაც შეუძლიათ ჩაერთონ და ხელსაქმე და სხვადასხვა ნივთის შექმნა ისწავლონ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მასტერკლასში მონაწილეობა სრულიად უფასოა და ბავშვების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
დაინტერესებულ მშობლებს, "ფოკუს მოკუსი" მთელი თვის განმავლობაში საინტერესო პროგრამას და უფასო მასტერკლასებს სთავაზობს:
15 თებერვალი - როგორ გავაკეთოთ პომპონები - 14:00, 17:00 16 თებერვალი - ვისწავლოთ ფოკუსები - 14:00, 17:00 22 თებერვალი - ორიგამის მასტერკლასი - 14:00, 17:00 23 თებერვალი - როგორ განვაახლოთ ძველი ნივთები - 14:00, 17:00 29 თებერვალი - ხელნაკეთი თოჯინების შექმნის მასტერკლასი - 14:00, 17:00 1 მარტი - 2D მისალოცი ბარათების მასტერკლასი - 14:00, 17:00
მოკლედ, გაატარეთ საინტერესოდ უქმეები ბავშვებთან ერთად!
შეგახსენებთ, რომ "ფოკუს მოკუსი" ყველაზე დიდი გასართობი ცენტრია თბილისში და შოპინგისა და გართობის ქალაქ ისთ ფოინთში მდებარეობს.
R