მილა იოვოვიჩისა და პოლ ანდერსონის მესამე ქალიშვილის, ოშინის დაბადებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. პატარა ოშინს სიყვითლის მძიმე ფორმა აღენიშნება. ამის შესახებ თავად იოვოვიჩმა ინსტაგრამზე დაწერა: "ოშინს ბევრი ნაკაწრი აქვს ქუსლებზე, საიდანაც ექიმებმა სისხლი აუღეს. ჩემი გოგონა ტკივილით ძლიერ დაიტანჯა, მაგრამ იმედი მქვს, სისხლის ანალიზი აჩვენებს, რომ ოშინი უკეთაა." - წერდა მილა მშობიარობიდან სულ მალევე.
12 თებერვალს კი მსახიობმა ფანებს სასიხარულო ამბავი აცნობა. მან ახალშობილი საავადმყოფოდან სახლში წაიყვანა. "ოშინს ძალიან გუჭირდა სიყვითლესთან ბრძოლა, მაგრამ დაავადება კონტროლს ექვემდებარება. ის ახლა სახლში გვყავს სპეციალური სამკურნალო საბნით, რომელიც ლურჯ სინათლეს გამოყოფს. მას სპეციალური სისტემა აქვს, რითაც თავიდან ავიცილებთ გადახურებას".
მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა მისი ცხოვრების საუკეთესო დღეებია, ხოლო ბავშვები - ყველაზე დიდი ბედნიერება. "ახლა შემიძლია მთელი დღე პიჟამათი საწოლში ვიწვე და ჩემს შვილებთან ერთად გავატარო დრო. ეს ჩემთვის სამოთხეა", - აღნიშნა მრავალშვილიანმა დედამ.
შეგახსენებთ, რომ პოლ ანდერსონსა და მილა იოვოვიჩს კიდევ 2 გოგონა ჰყავთ, 12 წლის ევერი და 4 წლის დეშიელი.