"ბავშვის გაშვილება სურდა, რადგან გაზრდის საშუალება არ ჰქონდა" - რას ამბობს ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა
"ბავშვის გაშვილება სურდა, რადგან გაზრდის საშუალება არ ჰქონდა" - რას ამბობს ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა
ახალ­შო­ბი­ლის გა­ყიდ­ვის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი დედა ირმა მა­ი­სუ­რა­ძე აცხა­დებს, რომ ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბა სურ­და, ვი­ნა­ი­დან მისი გაზ­რდის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლებ­ზე ირმა მა­ი­სუ­რა­ძის ად­ვო­კა­ტი ნა­თე­ლა ჩერ­ქე­ზია "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რობს.

რო­გორც ჩერ­ქე­ზია აცხა­დებს, ბავ­შვის მყიდ­ვე­ლე­ბი ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­კე­ბი იყ­ვნენ და ფუ­ლის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი არ მომ­ხდა­რა.

"ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბა იმის გამო სურ­და, რომ მის გა­საზ­რდე­ლად მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და. ყვე­ლა­ზე კარ­გი, რაც მოხ­და არის ის, რომ ბავ­შვი და­ი­ბა­და და აბორ­ტი არ გა­კეთ­და. ეს აჟი­ო­ტა­ჟი
ცოტა უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ას ქმნის, ბავ­შვი ცო­ცხა­ლია", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.
რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ბავ­შვის დედა, სწო­რედ ახალ­შო­ბი­ლის გა­ყიდ­ვის საქ­მე­ზეა ბრალ­დე­ბუ­ლი, ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, რომ მყიდ­ვე­ლე­ბი ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­კე­ბი იყ­ვნენ და ბავ­შვი არ გა­ყი­დუ­ლა. მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვის გა­ყიდ­ვის სპექ­ტაკ­ლი და­იდ­გა და სი­ნამ­დვი­ლე­ში "ბავ­შვი არ გა­ყი­დუ­ლა".

"ვის რა ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­და, რა, რო­გორ იყო, არა­ვინ იცის. თუკი, შე­თა­ვა­ზე­ბა იყო, რომ ბავ­ში გარ­კვე­ულ თან­ხად გა­ყი­დუ­ლი­ყო, არ გა­ყი­დუ­ლა. ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი არ არის და ამ სქე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ახლა ცოტა უხერ­ხუ­ლია", - აცხა­დებს ბრალ­დე­ბუ­ლი დე­დის ად­ვო­კა­ტი.

კი­თხვა­ზე, თუ ვის­გან იყო ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ეს დად­გე­ნი­ლი არ არის.

"ჯერ არ ვი­ცით ვის­გან იყო შე­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ
ფაქ­ტია, რომ ბავ­შვის მყიდ­ვე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს, ესე­ნი არი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ბრალს აღი­ა­რებს იმ ნა­წილ­ში, რომ ბავ­შვის გაზ­რდა არ შე­უძ­ლია, რად­გან ოჯა­ხი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლია, მას კი­დევ ჰყავს ერთი შვი­ლი", - აცხა­დებს ჩერ­ქე­ზია.

რის სა­ნაც­ვლოდ და­თან­ხმდა ირმა მა­ი­სუ­რა­ძე შვი­ლის გაშ­ვი­ლე­ბას, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ეს დად­გე­ნი­ლი არ არის და მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფერს ამ­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, საქ­მე­ში მო­ი­პო­ვე­ბა თუ არა ექი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბავ­შვის დე­დის ჩვე­ნე­ბა, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ექი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის ბრალ­დე­ბა, მაგ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჯერ გა­მოკ­ვე­თი­ლი არ არის.

"სულ რა­ღაც 2 დღის ამ­ბა­ვია და ასე ხე­ლა­ღე­ბით ექი­მე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა რთუ­ლია. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი არა­ვის ადა­ნა­შა­უ­ლებს, ადა­ნა­შა­უ­ლებს მხო­ლოდ თა­ვის გა­ჭირ­ვე­ბულ ცხოვ­რე­ბას. ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა ის უთხრა, იქ­ნებ გა­ა­ჩი­ნო ბავ­შვი, გა­ზარ­დოო. როცა მიხ­ვდა, რომ ვერ გაზ­რდი­და, გაშ­ვი­ლე­ბა მო­ი­ფიქ­რა. ის, რომ ექი­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით მომ­ხდა­რი­ყო ბავ­შვის გა­ყიდ­ვა, ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლა. ჩემ დაც­ვის ქვეშ მყოფს არა­ვი­თა­რი თან­ხა არ აუ­ღია", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ად­ვო­კა­ტი ასე­ვე სა­უბ­რობს იმ ხარ­ვე­ზებ­ზე, რო­მე­ლიც შვი­ლად აყ­ვა­ნის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შია.

"ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბის და შვი­ლად აყ­ვა­ნის კა­ნო­ნი ცოტა უნდა შე­იც­ვა­ლოს, სხვა­ნა­ი­რად უნდა იყოს ეს მოგ­ვა­რე­ბუ­ლი, ეს და­ნა­შა­უ­ლად არ უნდა გა­და­იქ­ცეს და ტრე­ფი­კინგს არ უნდა გა­უ­თა­ნაბრდეს", - აცხა­დებს ირმა მა­ი­სუ­რა­ძის ად­ვო­კა­ტი.

ასევე იხილეთ: "ქალს აბორტის გაკეთება გინეკოლოგმა გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა" - ახალი დეტალები ახალშობილის გაყიდვის საქმეზე

895
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?