ამერიკაში მოღვაწე რეჟისორის ნუგზარ შარიას უდიდეს წარმატებას სოციალურ ქსელში მისი ვაჟი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია ეხმაურება:
"რამდენადაც "ჟურნალისტებს" პოლიტიკური სკანდალის გარდა აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეინტიგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ ფარული კენჭის ყრით, ნუგზარ შარია აირჩიეს. ნუგზარ შარიას კანდიდატურა, სტივენ სპილბერგმა წარადგინა!!! ნოემბერში ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევა. თავჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. უჟგოროდის ტვ-ს სიუჟეტს გთავაზობთ. ოსკარების ჟიურიზე საუბარი ამ ვიდეოში არ არის. გილოცავ, მამაჩემო!" - წერს შარია.
ნუგზარ შარიამ, როგორც მსახიობმა, არაერთი კინოროლით დაგვამახსოვრა თავი: ხევისბერი გოჩა", "პალიასტომი", "აბესალომ და ეთერი", "ენგურის ნაპირებზე"... ამ ფილმებში მის მიერ განსახირებული ყველა პერსონაჟი განსაკუთრებულად საყვარელი და გამორჩეული აღმოჩნდა ქართველი მაყურებლისთვის.
1970 წლიდან მსახიობს გეგმები შეეცვალა და სამშობლოს დატოვება მოუხდა. იგი ტურისტული მარშუტით კუბაში, მაროკოსა და საფრანგეთში გაემგზავრა, შემდეგ პარიზში პოლიტიკური თავშესაფარსი მოითხოვა და მალე რადიო "თავისუფალი ევროპისა" და "თავისუფლების" პარიზის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1971 წელს მუშაობა განაგრძო "ამერიკის ხმაში", პარალელურად, ლექციებს კითხულობდა კინორეჟისურაში ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა მოღაწეობის უმნიშვნელოვანესი წლები საზღვარგარეთ გაატარა, ერთი წამით არ მოშორებია მისი ფიქრები სამშობლოს. ერთ- ერთი ინტერვიუში აღნიშნავს კიდეც:
"ერთხელ ნიკო ნიკოლაძეს ჰკითხეს: "რა არის თქვენი ცხოვრების მიზანი?" ჩემი სიტყვებით არ შევაწუხებ საზოგადოებას, მე ვიტყვი იმას, რაც ნიკო ნიკოლაძემ უთხრა ინგლისის პრემიერ-მინისტრს, ლოი ჯორჯს: "მე ვარ ქართველი და მინდა, ვიყო უკეთესი ქართველი!" ჩემი ვარსკვლავის გახსნაზე, კინოცენტრმა სამჯერ თქვა უარი!.. ნათქვამია: თავის ქება კიტრად არ ღირსო, მაგრამ პასუხი რატომ არ უნდა გამცენ? მე არავინ და არაფერი ვარ, მაგრამ საქართველოს სიყვარულს ვერ დამიშლიან! საქართველოდან წავედი და ამით დასრულდა ჩემი როლი? გადავხედოთ ჩემს ცხოვრებას – საქართველოში რომ დავრჩენილიყავი ჩემი ქვეყნისთვის ამდენს გავაკეთებდი? "
მოამზადა რუსკა კილასონიამ