რას ჰყვება სოფელ ყანობის ბაგა-ბაღის მასწავლებელი, რომლის მუსიკის გაკვეთილიც გაჰიტდა
ყაზბეგის რაიონის სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზღრდელების მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომერმა სოციალური ქსელი მონუსხა და აღფრთოვანებული ინტერნეტმომხმარებლების დადებითი შინაარსის კომენტარებმაც  არ დააყოვნა.
  • "შეუდარებლები რომ ხართ, ჩანს ერთწუთიან ვიდეოშიც კი. აი, უკვე თბილისის ბევრ ბაღებში განიხილება თქვენი შემოქმედებითი აქტივობები! ყოჩაღ, ძალიან მაგრები ხართ ყველა!
  • "საოცრებების ბაღი. მისაბაძები ხართ!"
  • "საოცრება ! აქ სიტყვები ზედმეტია! როგორი ბედნიერები არიან ბავშვები და პედაგოგი. სამაგალითოა ნამდვილად პედაგოგის მიდგომა ბავშვებთან. ასე ლამაზად მიაწოდო ბავშვებს ეს ყველაფერი, რჩეულთა ხვედრია ნამდვილად! წარმატებები!"
  • "ყოჩაღ, ძალიან მაგრები ხართ, პირველ რიგში პედაგოგს, ბრავო"
mshoblebi
როგორც mshoblebi.ge -სთან
საუბარში სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი ნანა ნოზაძე აღნიშნავს, აღსაზრდელებს მსგავსი აქტივობები ძალიან მოსწონთ და დიდი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას.
-  სოფელ ყანობში გავთხოვდი თუ არა, მაშინვე დავიწყე სკოლაში მუსიკის მასწავლებლად მუშაობა. სამუსიკო სასწავლებელი დავამთავრე, საფორტებიანოს მიმართულებით. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ის, რასაც ვაკეთებ. სოფელს აქამდე ბაღი არ ჰქონია, ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს და სკოლის პარალელურად აქაც დავიწყე მუშაობა.

- როდის გაჩნდა იდეა, ამ ფორმით ჩაგეტარეინათ პატარებთან მუსიკის გაკვეთილი?

- საერთოდ ბაღის პროგრამაში, აქტივობებში გაწერილი გვაქვს, რომ უნდა დავამზადოთ მუსიკალური საკრავები, ინსტრუმენტები. რადგან აქტიური და ძალიან გონიერი აღსაზრდელები მყავს, ბევრი ვიფიქრეთ და ჯანსულ კახიძის მარშს შევეჭიდეთ, ისე კარგად ჯდებოდნენ რიტმში, ვფიქრობ, ჩანაფიქრი გამოგვივიდა. ზოგიერთი ინსტრუმენტი თავად შევქმენით,
მოვხატეთ. პირველივე რეპეტიციაზე  ბავშვები მიხვდნენ, რომელი საკრავი როგორ უნდა დაეკრათ. ზუსტად ეს იყო მიზანი, რომ მიეღოთ მუსიკალური საკრავების შესახებ ინფორმაცია. კამერულ ორკესტრზეც კი ვესაუბრე, რა თქმა უნდა, მათთვის გასაგებ ენაზე. რაც შეეხება იმას, რატომ შევარჩიეთ ჯანსულ კახიძის მარში, ყველასათვის ნაცნობი მელოდია და რითმი კარგად გაითავისეს პატარებმა, თან ფონოგრამაში კარგად ჩანდა თითოეული საკრავის ხმა.

- როგორი იყო ბავშვების რეაქცია?

- იმდენად მოეწონათ, ამ აქტივობის მერე, ყოველ გაკვეთილზე სურთ, ასეთი გაკვეთილები გვქონდეს. თანდათან უფრო დავიხვეწებით.  თავიდან რამდენიმე პატარას არ ჰქონდა მონაწილეობის სურვილი, მაგრამ რომ შეხედეს თანატოლებს, თავადაც მოუნდათ დაეკრათ.

რუსკა კილასონია


13991
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
გიოი
0
ასეთ ენთუზიასტებს მიჰყავთ წინ კაცობრიობა...
19:09 / 02-07-2020
ლალი
0
ყოჩაღ, ღმერთმა გვიმრავლოს თქვენისთანა პედაგოგები!!!!
13:26 / 05-03-2020
მსგავსი სიახლეები