ვალენტინობას არ აღვნიშნავთ. სიყვარული სულ არის. მაგას დღე არ სჭირდება. მიყვარს და ვუყვარვარ. რად უნდა ამას კონკრეტული დღე? გასაგებია, რომ ყოველი დღე სიყვარულისაა, მაგრამ ყველას ასე არ ესიყვარულება. ამიტომ, ამ ერთ დღეს მაინც შეარჩინეთ მორთმეული თაიგული. უკვე ტვინი წაიღეს ბოღმიანი სტატუსებით. ვიცით, რომ ყოველი დღე სიყვარულია, მაგრამ მსიამოვნებს, რომ ყვავილებს ვიღებ ამ დღეს. ეს არ არის ვალენტინობის აღნიშნვა, ეს არის სიმბოლური დღე, როცა გავდივართ სადმე, თუნდაც ერთ ფინჯან ყავაზე, და ვშორდებით ამ ყოველდღიურობას. ყოველ დღესასწაულზე ვიღებ საჩუქარს და გავცემ კიდეც, მაგრამ დიდად არ მიყვარს გამორჩეული დღეები, მოულოდნელი დღესასწაული მირჩევნია. სიყვარულისა და შეყვარებულის დღე სასაცილოა... ტრადიცია გვაქვს, ყოველ ვალენტინობას რესტორანში მივდივართ რამდენიმე წყვილი, სამეგობროდან. წმინდა დღე არ არის, მაგრამ ყვავილები და პაემანი სულ მაქვს. ყველა საბაბი მსიამოვნებს ქმართან ერთად რომ გავიპარო. რატომაც არ უნდა იყოს მიზეზი, რომელსაც ერქმევა სიყვარულის დღე და მე და ჩემი ქმარი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე ერთმანეთს მივუძღვნით ამ დღეს? ქართველ კაცებს სჭირდებათ ასეთი შეხსენებები, სამწუხაროდ, თორემ ყველა დღე რომ სიყვარულის უნდა იყოს, ეგ ძალიან კარგად იცის ყველამ.