პატარების ვიდეომ, რომლებიც ცხენზე ამხედრებულნი სვანურ საცეკვაოს - "შინა ვორგილს" მღერიან, ჩვენი ყურადღება უმალ მიიპყრო. ვიდეო mshoblebi.ge - ს ბავშვების ოჯახის ახლობელმა თამო გვარმიანმა გამოუგზავნა და მისი ნახვის შემდეგ გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო მესტიის რაიონის სოფელ ნაკრას მკვიდრი მამაცი ბავშვები.
როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთის დედა, ქეთევან გურჩიანი აღნიშნავს, 6 წლის ლაზარე და 5 წლის დემეტრე ცინდელიანისგან ცხენზე ჯირითი არ უკვირთ. უფრო მეტიც, მიჩვეულები არიან და ეს სულაც არ აშინებთ ოჯახის წევრებს:
- ვიდეო იანვარშია გადაღებული. ბავშვები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. დემეტრე თბილისში ცხოვრობს და ჩამოჰყავთ ხოლმე თავის სოფელში, აქაურობა ძალიან უყვარს. ჩემი ვაჟი ლაზარე 6 წლისაა, დემეტრე კი - 5 -ის.
- არ გეშიანიათ, ასე პატარა ასაკში რომ აჭენებენ, ვინ ასწავლა პატარებს ცხენზე ჯდომა?
- არ გვეშინია. მიჩვეუელები არიან. ბავშვების ასეთ გამბედაობას სვანურ ხასიათს მივაწერ. ჯირითი ბიძამ ასწავლათ. ახლა დამოუკიდებლად სხდებიან. ორივეს უნაგირის გარეშე შეუძლია ცხენის გაჭენება. რამდენჯერ ყოფილა, მარტო გამოუყვანიათ ცხენები სასეირნოდ.
რუსკა კილასონია