"ბავშვის ყოველ წამოტირებაზე დედამთილი მივარდება საძინებელში" - ახალგაზრდა ქალის წერილი
"ბავშვის ყოველ წამოტირებაზე დედამთილი მივარდება საძინებელში" - ახალგაზრდა ქალის წერილი
წყვილის ცხოვრება განსაკუთრებით რთული თანაცხოვრების დასაწყისშია.
როცა ცოლ-ქმარს უფროს თაობასთან ერთად უწევს ცხოვრება, უმეტესწილად, ხშირია დისკომფორტი და პრობლემები.
ამ თემასთან დაკავშირებით მივიღეთ ახალგაზრდა დედის წერილი, რომელსაც ანონიმურად გთავაზობთ.
„ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა ცხოვრობდეს ცოლ-ქმარი ცალკე, შემიძლია დაუსრულებლად ვწერო, მაგრამ ახლა მინდა კონკრეტულად ჩემს შემთხვევაზე მოგიყვეთ...
2 თვეა, რაც პატარა შემეძინა და ნაქირავები ბინიდან ქმრის მშობლებთან გადავედით საცხოვრებლად. ჩემმა ქმარმა აიჩემა, რომ რომ „დახმარება“ მჭირდება და გამოვიქეცით დედამისთან და მის დასთან. იმის მაგივრად, რომ ჩემი შვილით გავიხარო და
შევიგრძნო, რომ დედა ვარ და ყველაზე ბედნიერი ვარ მსოფლიოში, ყოველ ღამე ვტირი.
პატარას კარგად არ სძინავს, ჩემს მეუღლეს, თურმე, რადგან სამსახურში ადრე მიდის, ღამე გამოძინება სჭირდება, ამიტომ დედამ და დაიკომ ცალკე ოთახში გაუშალეს საწოლი. მე დედა ვარ, ავიტან გამოღამებულ თვალებს, ბავშვის ტირილს, ტკივილს, დაღლილობას, უძილობას.
სანაცვლოდ, ბავშვის ყოველ წამოტირებაზე, დედამთილი მივარდება საძინებელში შეშფოთებული სახით, რომ მეზობლებთან უხერხულია, პატარა ძალიან ხმამაღლა ტირის, იქნებ ხელოვნური მისცე, შია, ასე ხომ არ ატირებ, ან კოლიკის წამალი შეუცვალ,ე ვკითხოთ ნათიას. (ნათია მულია და „ყველაფერი იცის“).
ჩემი ქმარიც რადიკალურად შეიცვალა, რაც აქ გადმოვედით. იმდენად შეეჩვია, რომ დედამისი და მისი და „მეხმარებიან“, ბავშვს 5 წუთითაც არ იჭერს ხელში, საერთოდ ვერ გრძნობს მამის
პასუხისმგებლობას.
მულის პოზიცია კიდევ საოცრებაა, ერთმანეთში თათბირობენ დედა-შვილი, ჩემს შვილს რა სჭირდება და რა - არა, ისე, რომ მე არც მეკითხებიან. წავიდნენ და მოიტანეს ბავშვის ჰიგიენური საშუალებები, ჩემი თურმე კარგი ხარისხის არ არის და მათი შერჩეული სჯობს.
დაუსრულებელ, უაზრო შენიშვნებზე ხომ საერთოდ ვგიჟდები: „ბავშვს რა თხლად აცმევ, ხელები და ფეხები ცივი აქვს, ჩააცვი 80 წინდა, 89 ბოდე, გათბება... შემოახვიე პლედი... არასწორი პოზიციით გიჭირავს ჭამის დროს, არ გადასცდეს... ხელში ასე ხშირად ნუ აგყავს, მიეჩვევა... შენთან რატომ აწვენ?! მიაჩვიე თავის საწოლს..."

ამ ყველაფერს როცა ჩემს მეუღლეს ვუყვები, მეუბნება, რომ ვაზვიადებ და მათ მხოლოდ ჩემი დახმარება უნდათ.
აღარ ვაპირებ, ვინმეს ანგარიში გავუწიო, მივხვდი, რაც უფრო მეტს მოითმენ, მით უარესია, მე თუ არ მითვალისწინებენ, მე რატომ უნდა ვიყო ვალდებული ვინმე გავითვალისწინო და ამას ჩემი ნერვები შევწირო? ჩემს შვილს მშვიდი და გაწონასწორებული დედა სჭირდება, ის არც დედამთილისთვის გამიჩენია და არც ჩემი მულისთვის“.
36116
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (27)
სოფო
1
ბავშვს დედ მამა უნდავზრდიდნენ ერთად და არაა ცხრაასიი კაციი, ბავშვს ერთი ხელი ჭირდება და არაა ცხრაასისიის, ყველას სხვადასხვა მიდგომა აქ და ბავშვს დედის მიდგომა სჭირდება, ყოველ ტირილზე არაა საჭირო ოთახში შევარდნა, დედას შეუძლია ატირებული ბავშვიის დაწყნარება და 9 მაყურებელი ამას ვერასდროს შეძლებს კომენტარების კეტების მეტს, ქმარი ვალდებულია ცოლთან ერთად ატიოს ღამე და შეენაცვლოოს დაღლილ ცოლს და არა გავარდეს ოთახიდან და პასუხისმგებლობას გაექცეს მისი დედიკოსგამოო, ამიტომ კეტილის მრჩეველებო არავის ჭირდება დამხმარე დამოუკიდებლაად უფრო მეტ ჰარმონიაშია ბავშვიიც მერწმუნეეთ და არ დაიღალოოტ მოხმარებიით... ისევ მარტო იყოოთ ჯობიიათ, ჩემი შვილი მე და ჩემმა ქმარმა გავზარდეთ და რა ბედნიერებაა ვერ წარმოიდგენთ ერთად მზეობა, ბავშვიც მამაზე ისე გიჟდება და ასევე მამაც ვერ ძლებს მის გარეშე იმიტოო როო მასაც მიუძღვის წვლილიი აღზრდაში
13:14 / 08-02-2021
ნატაა
4
ნერვები მოიწესრიგე პირველ რიგში,ჯერ ერთი რა სიტყვაა მივარდება ოთახშიო,რომ არ მოგაქციოს ყურადღება,ალბატ იმაზეც პრეტენზია გექნება,რახან დედამთილია.ერტ დროს სენც იქნები დედამტილი და დედასენსაც შენუსტანა რძალი უნდა შეხვედროს ღმერთმა და მაშუნ მიხვდები ბევრ რამეს.დედამთილიც ადამიანია და მასაც აქვს გამოვლილი შენი გზები და ასევე მულიც ადამიანია თუ ზედმეტი ყურადღება არ მოგწონს და ვერ იტან უტხარი ნორმალურად როგორც დედაშენს და შენს დას ეტყოდი.აქ რომ წერ შენს პრობლემებს დაგილაგებენ სიტუაციას უცბად ისეტ რჩევებს გაძლევენ გაგიჯდება ადამიანი, ამიტომ სენი პრობლემები შიგნით უნდა მოაგვარო ნორმალურ ფარგლებში და სხვა არაადროს არ ჩარიო ,ყველა ოჯახი და ყველა პიროვნება არის ინდივიდუალური.გირჩევ სიმშვიდეს და სიტუაციის დალაგებას, დედამტილი და მული მტრები არ არიან შენი შვილის უახლოესი ადამიანები არიან და უნდა შეეგუო ამას სხვისი რჩევა კარგს არაფერს მოგიტანს.
07:45 / 08-02-2021
მსგავსი სიახლეები