რატომ ვითარდება ჩვილებში ძროხის რძეზე ალერგია? - ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან
რატომ ვითარდება ჩვილებში ძროხის რძეზე ალერგია? - ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან
დედის რძე ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საუკეთესო საკვებია, თუმცა ხანდახან დედები ძუძუთი გამოკვებას ვერ ახერხებენ და რძის შემცვლელი ნარევების გამოყენება უწევთ, რომლის სწორად შერჩევაც უმნიშვნელოვანესია.

პედიატრები ფაქტობრივად, კატეგორიულ უარს ამბობენ ჩვილებში დედის რძის ძროხის რძით ჩანაცვლებაზე და ადაპტირებულ ნარევებს ამჯობინებენ. ბევრ მიზეზთა შორის ერთ-ერთი ძროხის რძის ცილაა, რომელიც ბავშვის ორგანიზმზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. მასზე შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია ამიტომ აუცილებელია, ბავშვის ანამნეზის და ნარევის შემადგენლობის გათვალისწინება.

იმუნოლოგ-ალერგოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ალერგიის ფორმებს
შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია კვებითი ალერგია. მისივე თქმით, ყოველი 13 ბავშვიდან ერთს, კვებითი ალერგია აქვს.

კონკრეტულად, რა შემთხვევაში ვითარდება ალერგია ბავშვებში და როგორ უნდა შევარჩიოთ ადაპტირებული ნარევი ამ დროს, ამის შესახებ დეტალურად, ბიძინა კულუმბეგოვი გვესაუბრა:

- რამდენად გავრცელებულია ალერგია ჩვილებში და რა პროდუქტებს შეუძლია მისი გამოწვევა?

კვებითი ალერგიის დიაგნოზით მსოფლიოში 200 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ის უფრო მეტად გავრცელებულია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. ბავშვებში ალერგია შესაძლოა, 140-ზე მეტმა კვებითმა პროდუქტმა გამოიწვიოს. ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენებია: რძე, კვერცხი, თევზი, ზღვის პროდუქტები, არაქისი ანუ მიწის თხილი, ხორბალი, სოიო, ნიგოზი და თხილი. ალერგენების გარკვეული ჯგუფის მიმართ ალერგიის დაძლევა შესაძლებელია, თუმცა გარკვეული საკვების მიმართ პაციენტს ალერგია მთელი ცხოვრების განმავლობაში
გაჰყვება. ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემებით, ჩვილების საშუალოდ, 2%-ს აქვს კვებითი ალერგია, კერძოდ ძროხის რძის ცილის მიმართ ალერგია.
კვებითი ალერგია ეხება იმუნოლოგიურ რეაქციებს, რომელსაც ორგანიზმი სხვადასხვა ანტისხეულის წარმოშობით პასუხობს. ასეთი ალერგია არ არის ნორმა, რადგან არ არის გამოწვეული საკვების მავნე კომპონენტით, არამედ გამოწვეულია სხეულის მცდარი რეაქციით ამ კომპონენტების მიმართ. ამ დროს ბავშვის ორგანიზმის იმუნური სისტემა ებრძვის საკვებს, რომელიც იმ მომენტში მიიღო.
ალერგია საკვების მიმართ შეიძლება გამოვლინდეს ძალიან მსუბუქი ფორმით ან შეიძლება ის წარიმართოს ძალიან რთულად, სიცოცხლისთვის საშიში რეაქციით - ანაფილაქსიური შოკით.

- საინტერესოა, როგორ ვლინდება კვებითი ალერგია ჩვილებში და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

- კვებითი ალერგია შეიძლება გამოიხატოს კანზე, ცხვირისა და პირის არეში, რეაქცია ჰქონდეს სასუნთქ გზებზე, საჭმლის მომნელებელ და გულსისხლძარღვთა სისტემებზეც კი. კანი წითლდება, ვითარდება ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი და შეიძლება, ამას მოჰყვეს კიდურებისა და სხეულის შეშუპებაც.
რიგით მეორე კვებითი ალერგიის სიმპტომები ეს არის კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სიმპტომები, ღებინება და დიარეა. ასევე, სასუნთქი სისტემის მხრივ კვებითმა ალერგიამ გამოიწვიოს ყელის ან პირის შეშუპება და სასუნთქი გზების დახშობა და ცხვირის გაჭედვა. ასევე, პაციენტს ამ დროს პირის ღრუში ეცვლება გემო და ეცვლება ხმაც. თუ მდგომარეობა გართულდა და ანაფლიაქსიური შოკისკენ მიდის, ამას უკვე ერთვის თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება და წნევის დაქვეითება, რამაც შეიძლება, გულის წასვლაც გამოიწვიოს.
აქვე მინდა, მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას - თუ შეამჩნევთ, რომ რძის მიღების შემდეგ, ბავშვები შეუსვენებლად ან უწყვეტად ტირიან, ეს შეიძლება ალერგიის გამო ხდებოდეს და თქვენი ყურადღების მიზეზი უნდა გახდეს. ალერგიის ნებისმიერი გამოვლენის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს. თვითმკურნალობა დაუშვებელია.

- რაც შეეხება ძროხის რძის ცილის მიმართ ალერგიას, როგორ ვლინდება ის და შეიძლება თუ არა, ბავშვი მისგან განიკურნოს?

ძროხის რძის ცილის მიმართ ალერგია შეიძლება იყოს იმუნოგლობულინით გაშუალებული (IgE). მისი მეშვეობით გაშუალებული რეაქციები მიმდინარეობს იმ სახით რაც ახლა ჩვენ ჩამოვთვალეთ.
როდესაც რეაქცია იმუნოგლობულინით გაშუალებული არ არის, შედარებით დაყოვნებული და გვიანია. მისი კლინიკური ფორმებია - ატოპიური დერმატიტი ანუ კანის ალერგიული ეგზემა; საყლაპავი მილის ანთება და ბავშვს შეუპოვარი ღებინებით უვლინდება; გულძმარვები და ამით მიმდინარე დაავადებები, ასევე მძიმე კოლიკა ანუ ჩვილ ბავშვებში მუცლის შეტევითი მძიმე ტკივილები, ყაბზობა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ორგანიზმისთვის ძალიან საშიში დაავადება - ძროხის რძის ცილით ინდუცირებული ანუ განპირობებული გასტროენტერიტი და პროქტოკოლიტი.
რძეზე ალერგია დაბადებიდან ყველაზე ხშირად 2 წლამდე ასაკში ვლინდება. რძე როგორც კვებითი პროდუქტი ბავშვებში ადრეულ ასაკში ჩნდება, ამ დროს კი კუჭ-ნაწლავისა და იმუნური სისტემები ჩამოუყალიბებელია, შესაბამისად, ის ვერ "არჩევს" უსაფრთხო და საშიშ საკვებს და ვერ უმკლავდება რძის ცილებს, ამიტომ ვითარდება ალერგიული ფონი. საბედნიეროდ, დაახლოებით, 6 წლის ასაკში მაშინ, როცა საჭმლის მომნელებელი სისტემა და იმუნური სისტემა მეტნაკლებად უკვე ჩამოყალიბებულია, ბავშვების 80%-ს ძროხის რძის მიმართ ალერგია აღარ უვლინდება.

- იმისათვის, რომ მსგავსი გართულებები ავირიდოთ თავიდან, რა სახის ადაპტირებული ნარევები უნდა შევარჩიოთ? მაგალითად, შემადგენლობის გამო მშობელთა დიდი ნაწილი "პლასმონის" ბრინჯის ჰიდროლიზატს ანიჭებს უპირატესობას და ამას ალბათ, თავისი მიზეზებიც აქვს...

ამ შემთხვევაში ვიყენებთ სპეციალურ ჰიპოალერგიულ რძის ფორმულებს. თუ ბავშვი ამ ალტერნატივაზეც ალერგიულია, ბევრი ექიმის რეკომენდაციით, რაციონში შემოდის სპეციალური ცილის ჰიდროლიზატები. ჩვენ მათ ვეძახით ცილის ღრმა ჰიდროლიზატებს ანუ როდესაც ალერგია ამ ნარევებში თითქმის 80%-ით არის მოცილებული ანუ რძის ცილა დაშლილია. რთული ალერგიის დროს (ანაფილაქსია) ვიყენებთ ამინომჟავების ფორმულებს. მისი მოხმარების შემთხვევაში ალერგიის განვითარების შესაძლებლობა ნულია, რადგან რძის ცილები ამინომჟავებამდეა დაშლილი.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ნარევების მწირი გემოვნური თვისებების გამო, ბავშვების უმრავლესობა მის მიღებაზე უარს აცხადებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, არსენალში გვქონდეს სხვა ნარევი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია სოიოს ნარევები, თუმცა რადგანაც ეს მცენარე თითქმის 99%-ით გენმოდიფიცირებულია და შემადგენლობაში აქვს. ე.წ ფიტოესტროგენები ანუ მცენარეული ჰორმონები, ადრეულ ასაკში მათი გამოყენება ძალიან საკამათო და თითქმის არარეკომენდებულია. ამავე დროს, ვისაც აქვს ძროხის რძის ცილის ალერგია, კვლევების მიხედვით, ამ ბავშვების 30-40%-ს სოიოზეც უვითარდებათ ალერგია. სწორედ ამიტომ, ის შემცვლელად არ განიხილება. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში არსებობს ალტერნატივები, რომელსაც ექიმები ვირჩევთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პროდუქტი - ბრინჯის ჰიდროლიზებული რძე, რომელსაც რისოლაკი ჰქვია. ეს რძე არის სრულიად უსაფრთხო, უზრუნველყოფს ბავშვის ჰიპოალერგიულ დაცვას, მასზე არავითარი ჯვარედინი ალერგია არ განვითარდება, ის შევსებულია ისეთი კვებითი ინგრედიენტებითა და ნუტრიენტებით, რომელიც ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია. შესაბამისად, მასზე ბავშვის გაზრდის შემთხვევაში, წონისა და სიმაღლეში ნამატი, მისი ინტელექტუალური განვითარების მაჩვენებელი თითქმის იდენტურია, როგორც ბუნებრივ კვებაზე გაზრდილი ბავშვის.

- საინტერესოა, სამკურნალო რძის მოხმარება რა ასაკამდე ბავშვში არის რეკომენდებული?

სამკურნალო რძის მოხმარება ასაკთან მიმართებაში შეუზღუდავია. როგორც აღვნიშნეთ, იმუნოგლობულინით გაშუალებული რეაქცია, რომელიც რთული ფორმებით გამოირჩევა, ბავშვების 80%-ს ეკარგება.
მეორე ტიპის რეაქციები კი - ატოპიური დერმატიტი და სხვა, თითქმის 95% ორ წლამდე იკარგება. ამიტომ ალტერნატივას - ბრინჯის ჰიდროლიზირებული რძეს ანუ რისოლაკს, იმ დრომდე ვაძლევთ ბავშვს, სანამ ალერგიის კლინიკური სიმპტომები არ დაეკარგება.

- საინტერესოა, ბრინჯის ჰიდროლიზატი ექიმის რეკომენდაციით უნდა შევარჩიოთ თუ თავად შეგვიძლია ამის გაკეთება?

ალტერნატიული ნარევის შერჩევა აუცილებლად ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს.
17016
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
Katerina
0
2 bavshvs vzrdi da aranairi sxva rdze ar gausinjavt pirvelma shvil a 3 wlamde wova da meore axlac wovs 2 is xdeba. Vcxovrob saberdznetshi ogond. Ag didi infoemireba midis dedebs pwxmdzimobis periodshi. Xlaxi mivida ukve I'm daskvnamde rom ramdwnad mavmebelia dzeoxis tindac aptiaqis rdze da es yvelaperi pulis Gamo daiwyo wlebia ukan. Pulis mogebis Gamo. Upro da upro midis impormirwba eveopia qveynebahi. Saqartveloshic unda daiwyos da es bavshvta eqimebidan da genokologebidan iwyeba.
11:12 / 27-02-2020
ანა
0
ჟორჟეტას: დიახ,უპირველესია დედის რძე და მეორე ადგილზეა თხის რძე! იქნება ვინმე ექიმი გამოგვეხმაუროს,რომ ჟორჟეტას გული არ გაუსკდეს ან ვირის რძეს არ შეეჩვიოს
07:40 / 27-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?