დედის რძე ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საუკეთესო საკვებია, თუმცა ხანდახან დედები ძუძუთი გამოკვებას ვერ ახერხებენ და რძის შემცვლელი ნარევების გამოყენება უწევთ, რომლის სწორად შერჩევაც უმნიშვნელოვანესია.
პედიატრები ფაქტობრივად, კატეგორიულ უარს ამბობენ ჩვილებში დედის რძის ძროხის რძით ჩანაცვლებაზე და ადაპტირებულ ნარევებს ამჯობინებენ. ბევრ მიზეზთა შორის ერთ-ერთი ძროხის რძის ცილაა, რომელიც ბავშვის ორგანიზმზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. მასზე შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია ამიტომ აუცილებელია, ბავშვის ანამნეზის და ნარევის შემადგენლობის გათვალისწინება.
იმუნოლოგ-ალერგოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ალერგიის ფორმებს შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია კვებითი ალერგია. მისივე თქმით, ყოველი 13 ბავშვიდან ერთს, კვებითი ალერგია აქვს.
კონკრეტულად, რა შემთხვევაში ვითარდება ალერგია ბავშვებში და როგორ უნდა შევარჩიოთ ადაპტირებული ნარევი ამ დროს, ამის შესახებ დეტალურად, ბიძინა კულუმბეგოვი გვესაუბრა:
კვებითი ალერგია ეხება იმუნოლოგიურ რეაქციებს, რომელსაც ორგანიზმი სხვადასხვა ანტისხეულის წარმოშობით პასუხობს. ასეთი ალერგია არ არის ნორმა, რადგან არ არის გამოწვეული საკვების მავნე კომპონენტით, არამედ გამოწვეულია სხეულის მცდარი რეაქციით ამ კომპონენტების მიმართ. ამ დროს ბავშვის ორგანიზმის იმუნური სისტემა ებრძვის საკვებს, რომელიც იმ მომენტში მიიღო.
ალერგია საკვების მიმართ შეიძლება გამოვლინდეს ძალიან მსუბუქი ფორმით ან შეიძლება ის წარიმართოს ძალიან რთულად, სიცოცხლისთვის საშიში რეაქციით - ანაფილაქსიური შოკით.
რიგით მეორე კვებითი ალერგიის სიმპტომები ეს არის კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სიმპტომები, ღებინება და დიარეა. ასევე, სასუნთქი სისტემის მხრივ კვებითმა ალერგიამ გამოიწვიოს ყელის ან პირის შეშუპება და სასუნთქი გზების დახშობა და ცხვირის გაჭედვა. ასევე, პაციენტს ამ დროს პირის ღრუში ეცვლება გემო და ეცვლება ხმაც. თუ მდგომარეობა გართულდა და ანაფლიაქსიური შოკისკენ მიდის, ამას უკვე ერთვის თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება და წნევის დაქვეითება, რამაც შეიძლება, გულის წასვლაც გამოიწვიოს.
აქვე მინდა, მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას - თუ შეამჩნევთ, რომ რძის მიღების შემდეგ, ბავშვები შეუსვენებლად ან უწყვეტად ტირიან, ეს შეიძლება ალერგიის გამო ხდებოდეს და თქვენი ყურადღების მიზეზი უნდა გახდეს. ალერგიის ნებისმიერი გამოვლენის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს. თვითმკურნალობა დაუშვებელია.
როდესაც რეაქცია იმუნოგლობულინით გაშუალებული არ არის, შედარებით დაყოვნებული და გვიანია. მისი კლინიკური ფორმებია - ატოპიური დერმატიტი ანუ კანის ალერგიული ეგზემა; საყლაპავი მილის ანთება და ბავშვს შეუპოვარი ღებინებით უვლინდება; გულძმარვები და ამით მიმდინარე დაავადებები, ასევე მძიმე კოლიკა ანუ ჩვილ ბავშვებში მუცლის შეტევითი მძიმე ტკივილები, ყაბზობა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ორგანიზმისთვის ძალიან საშიში დაავადება - ძროხის რძის ცილით ინდუცირებული ანუ განპირობებული გასტროენტერიტი და პროქტოკოლიტი.
რძეზე ალერგია დაბადებიდან ყველაზე ხშირად 2 წლამდე ასაკში ვლინდება. რძე როგორც კვებითი პროდუქტი ბავშვებში ადრეულ ასაკში ჩნდება, ამ დროს კი კუჭ-ნაწლავისა და იმუნური სისტემები ჩამოუყალიბებელია, შესაბამისად, ის ვერ "არჩევს" უსაფრთხო და საშიშ საკვებს და ვერ უმკლავდება რძის ცილებს, ამიტომ ვითარდება ალერგიული ფონი. საბედნიეროდ, დაახლოებით, 6 წლის ასაკში მაშინ, როცა საჭმლის მომნელებელი სისტემა და იმუნური სისტემა მეტნაკლებად უკვე ჩამოყალიბებულია, ბავშვების 80%-ს ძროხის რძის მიმართ ალერგია აღარ უვლინდება.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ნარევების მწირი გემოვნური თვისებების გამო, ბავშვების უმრავლესობა მის მიღებაზე უარს აცხადებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, არსენალში გვქონდეს სხვა ნარევი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია სოიოს ნარევები, თუმცა რადგანაც ეს მცენარე თითქმის 99%-ით გენმოდიფიცირებულია და შემადგენლობაში აქვს. ე.წ ფიტოესტროგენები ანუ მცენარეული ჰორმონები, ადრეულ ასაკში მათი გამოყენება ძალიან საკამათო და თითქმის არარეკომენდებულია. ამავე დროს, ვისაც აქვს ძროხის რძის ცილის ალერგია, კვლევების მიხედვით, ამ ბავშვების 30-40%-ს სოიოზეც უვითარდებათ ალერგია. სწორედ ამიტომ, ის შემცვლელად არ განიხილება. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში არსებობს ალტერნატივები, რომელსაც ექიმები ვირჩევთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პროდუქტი - ბრინჯის ჰიდროლიზებული რძე, რომელსაც რისოლაკი ჰქვია. ეს რძე არის სრულიად უსაფრთხო, უზრუნველყოფს ბავშვის ჰიპოალერგიულ დაცვას, მასზე არავითარი ჯვარედინი ალერგია არ განვითარდება, ის შევსებულია ისეთი კვებითი ინგრედიენტებითა და ნუტრიენტებით, რომელიც ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია. შესაბამისად, მასზე ბავშვის გაზრდის შემთხვევაში, წონისა და სიმაღლეში ნამატი, მისი ინტელექტუალური განვითარების მაჩვენებელი თითქმის იდენტურია, როგორც ბუნებრივ კვებაზე გაზრდილი ბავშვის.
მეორე ტიპის რეაქციები კი - ატოპიური დერმატიტი და სხვა, თითქმის 95% ორ წლამდე იკარგება. ამიტომ ალტერნატივას - ბრინჯის ჰიდროლიზირებული რძეს ანუ რისოლაკს, იმ დრომდე ვაძლევთ ბავშვს, სანამ ალერგიის კლინიკური სიმპტომები არ დაეკარგება.