„ნიკუშას დაღუპვის შემდეგ გამუდმებით მხოლოდ ერთი რამე მეფიქრებოდა - როგორ უნდა იცხოვროს დედამ, რომელმაც 15 წლის შვილი დაკარგა?“
„ნიკუშას დაღუპვის შემდეგ გამუდმებით მხოლოდ ერთი რამე მეფიქრებოდა - როგორ უნდა იცხოვროს დედამ, რომელმაც 15 წლის შვილი დაკარგა?“
ჯერ ერთი წელიც არ არის გასული, რაც თბილისთან ახლოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ყოფილი ჟურნალისტისა და ამჟამად მარკეტერის, სალომე გველესიანის 15 წლის შვილი, ნიკა ჯორჯაძე ემსხვერპლა. ტრაგედია იმდენად მძიმე იყო, ჩუმი ტკივილით დუმდნენ სალომე და მისი ახლობლები. სალომეს მეუღლე ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე საშინლად განიცდიდა ნიკას ამბავს და ყოველთვის საკუთარ შვილად მოიხსენიებდა მას, მიუხედავად იმისა, რომ ის სალომეს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ალბათ რთული წარმოსაგდენია, როგორ უნდა გააგრძელოს დედამ ცხოვრება, რომელსაც 15 წლის
ბიჭი ცოცხალი აღარ ჰყავს, თუმცა როგორც მევლუდ მელაძის პოსტიდან ირკვევა, სალომემ დიდი ძალა გამოიჩინა და ეს შეძლო. აი, რას წერს მევლუდი:

„ნიკუშას დაღუპვის შემდეგ გამუდმებით მხოლოდ ერთი რამე მეფიქრებოდა - როგორ უნდა იცხოვროს დედამ, რომელმაც 15 წლის შვილი დაკარგა?
არ ვიცი, ვისთვის რა არის სიძლიერე, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანი ძლიერი მაშინ ხარ, როცა იპოვი გზას, რომლითაც შვილზე მზრუნველობას და მის რაღაცა ფორმით ფიზიკურ ყოფას გააგრძელებ.
ვგიჟდები შენზე, სალომე, როგორღაც მაინც მოახერხე, რომ შვილის ხასიათი და ცხოვრების სტილი ხელშესახები გაგეხადა და მალე ერთის ნაცვლად ათასობით ნიკუშა გეყოლება მისახედი და ჩასაცმელი.
reckless - ასეთი სახელის ქვეშ დაიმალება მწარე რეალობა, ხოლო ფართო საზოგადოებას კი მოგვევლინება თინეიჯერებისთვის
განკუთვნილი მოდური, პრაქტიკული და მოქნილი სამოსის სახით“.
თეკლა ჟვანია
10256
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?