ეს 18 წესი ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რათა ქუჩაში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს
ეს 18 წესი ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რათა ქუჩაში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს
ბავშვები 10 წლამდე ვერ ხვდებიან, რა მანძილი უნდა დაიცვან მანქანებთან, ამიტომ საგზაო უსაფრთხოება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცა, მანქანების გარდა სხვა რამეც შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ბავშვისთვის ქუჩაში.

მშობლებს არ შეგვიძლია, ყოველ წუთს შვილებთან ვიყოთ, ამიტომ ვალდებულები ვართ, მათ თავდაცვის ხერხები ავუხსნათ, რათა სახლის გარეთ ნებისმიერი საფრთხე თავიდან აიცილონ. გარდა ამისა, ბონუსად რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ მშობლებისთვის.

mshoblebi

როგორ მოვიქცეთ ღამით

  • თუ იცით, რომ სახლში დაბრუნება გვიან მოგიწევთ, სთხოვეთ ვინმეს, დაგხვდეთ. ყოველთვის გააფრთხილეთ ოჯახის წევრები,
    როდისთვის აპირებეთ დაბრუნებას.
  • თუ გარეთ გასვლა სიბნელეში მოგიწევთ, ყოველთვის ეცადეთ, ხალხთან ერთად იმოძრაოთ და გზაც ჯგუფებთან ერთად გადაკვეთოთ.
mshoblebi

როგორ მოვიქცეთ უცნობებთან

  • არასდროს გაჰყვეთ უცნობს, მაშინაც კი, თუ გეუბნებათ, რომ თქვენი მშობლების მეგობარია.
  • არაფერი აიღოთ უცხო ადამიანებისგან.
  • თუ უცნობი დახმარებას გთხოვთ, თავად ნუ დაეხმარებით, ზრდასრულ ადამიანს სთხოვეთ მისი დახმარება.საღამოს საათებში არ ისეირნოთ პარკში, ტყეში და დაუსახლებელ ადგილებში. განაგრძეთ კითხვა
921
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?