შეფ-ლიტერატორი - ანუ როგორ გადაიქცნენ მწერლები კულინარებად
შეფ-ლიტერატორი - ანუ როგორ გადაიქცნენ მწერლები კულინარებად
City roof terrace Bar-ში, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ისა “ და ჟურ­ნალ „გემ­რი­ე­ლი­ას“ ორ­გა­ნი­ზე­ბით, გა­ი­მარ­თა ღო­ნის­ძი­ე­ბა „შეფ-ლი­ტე­რა­ტო­რი“, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რე­ბი ერ­თმა­ნეთს არა სი­ტყვე­ბით თა­მაშ­სა თუ სა­ავ­ტო­რო ტექ­სტე­ბის შედ­გე­ნა­ში, არა­მედ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში შე­ე­ჯიბრნენ. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს მწერ­ლებ­მა: ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ალე­კო შუღ­ლა­ძე, თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, ვასო გუ­ლე­უ­რი, მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­უ­ლი, თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი.

უჩ­ვე­უ­ლო შე­ჯიბრმა აზი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს ფურ­შე­ტით და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის თან­ხლე­ბით ჩა­ი­ა­რა. მწერ­ლებს კი კო­რე­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს სი­ა­მა­ყის „ნუდლსზე“ დაყ­რდნო­ბით, იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლად, სა­ლა­თის მომ­ზა­დე­ბა
და­ე­ვა­ლათ. მომ­ზა­დე­ბულ კერ­ძებს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი: City roof-ის შეფი, ან­დრეი სო­ბო­ლე­ვი, ჟურ­ნალ „გემ­რი­ე­ლი­ას“ რე­დაქ­ტო­რი - ქეთი ადე­იშ­ვი­ლი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L-ის" დი­რექ­ტო­რი, თინა ასა­თი­ა­ნი აფა­სებ­დნენ.

რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რებ­მა გან­გვი­მარ­ტეს, შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი ით­ვა­ლი­სიწ­ნებ­და რო­გორც კერ­ძის გე­მოს, ისე ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს და და­სა­ხე­ლე­ბას.
mshoblebi
ჩვე­ნი კარ­გად ნაც­ნო­ბი ავ­ტო­რე­ბის ნა­წი­ლი პირ­ვე­ლად ირ­ჯე­ბო­და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ამ­დე­ნად, კერ­ძე­ბის მზა­დე­ბის პრო­ცესს იუ­მუ­რის გა­რე­შე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ალე­კო შუღ­ლა­ძის იუ­მო­რის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია

ალე­კო შუღ­ლა­ძე:


მე კო­რე­ე­ლე­ბის დიდ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. ცა­მეტ­ნი ვი­ყა­ვით და ყვე­ლა­ნი ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. იქი­დან მომ­დევს კო­რე­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და ცოდ­ნა. იცით რა არის კო­რე­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს სული? კო­რე­ულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მთა­ვა­რი მათი დრო­შაა... რა სუ­ლის­კვე­თე­ბაც მათ დრო­შა­ში იგ­რძნო­ბა, იგი­ვე იგ­რძნო­ბა კერ­ძებ­შიც... სწო­რედ იმ
კერ­ძში, რო­მე­ლიც ახლა მო­ვამ­ზა­დე - რა ჰქვია? - არ ვიცი ჯერ კი­დევ მის სა­ხელ­ზე ვფიქ­რობ... პი­რო­ბი­თი სა­ხე­ლია „განგნამსთა­რი“

mshoblebi
რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, და­ძა­ბუ­ლი ორ­თაბ­რძო­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით ორ ავ­ტორს, ვასო გუ­ლე­ურ­სა და თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვილს შო­რის გა­ი­მარ­თა. ავ­ტო­რი, რომ­ლის კერძმაც შე­ფა­სე­ბის სა­მი­ვე კრი­ტე­რი­უ­მი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ვასო გუ­ლე­უ­რი და მისი „კოროNo“ აღ­მოჩ­ნდა და მისი გა­მარ­ჯვე­ბა სწო­რად შერ­ჩე­ულ­მა კერ­ძის სა­ხელ­მა გა­და­წყვი­ტა.
mshoblebi
ვასო გუ­ლე­უ­რი:

ერე­თხელ მაქვს და­გე­მოვ­ნე­ბუ­ლი კო­რე­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. ამ­დე­ნად, წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და. ვიცი, რომ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი საკ­მა­ზი მათი სო­უ­სია - ცოტა ცხა­რე-მომ­ჟა­ვო-მოტ­კბო გე­მო­თი. ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბიც კო­რე­უ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით და­ვა­ნა­წევ­რე და ავა­წყვე. მისი სა­ხე­ლი გახ­ლავთ „კორო No“ - მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ, მისი ოდ­ნავ შეც­ვლი­ლი სი­ტყვათ­თა­მა­შის ფორ­მით. No - იმი­ტომ, რომ სა­ლა­თი ჯან­სა­ღია და ვინც მას და­ა­გე­მოვ­ნებს ვირუ­სე­ბის არ უნდა შე­ე­შინ­დეს.

შვი­დი­ვე მო­ნა­წი­ლეს გა­და­ე­ცა სა­ჩუქ­რე­ბი გა­მომ­ცე­ლო­ბის­გან, სტამ­ბა "კო­ლო­რის­გან" და ასე­ვე, თმის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მოვ­ლის ახა­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დის­გან "დიქსთინ­ქთ" - DXTINC. გა­მარ­ჯვე­ბულ­მა კი ყვა­რელ­ში, სას­ტუმ­რო "რო­ი­ალ ბა­ტო­ნის" ვა­უ­ჩე­რი მი­ი­ღო.
mshoblebi
81
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?