მომღერალ თამარ ჭოხონელიძის უმცროსი დები, სოფო და თინიკო ჭოხონელიძეები თითქმის ერთდროულად გამოჩნდნენ პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში". სოფოს გმირი ტროლების ბოსია, თინიკოსი კი - ერთ-ერთი მთავარი ტროლის, ელვირის ყალბი საცოლე. როგორ მოხვდნენ დები ჭოხონელიძეები სერიალში, ამ თემაზე ჟურნალ "სარკეს" ესაუბრნენ. გთავაზობთ ამონარიდს მასალიდან:
სოფო: ეკა მჟავანაძემ რომ დამირეკა და მისვლა მთხოვა, თავიდანვე ვფიქრობდი, რამე როლს თუ შემომთავაზებდა, თინიკოსთან გადავამისამართებდი. ასეც მოხდა, მაგრამ მთხოვა რაღაც სინჯზე მაინც ჩამეწერა. ვალი მოვიხადე და ჩავეწერე ვუთხარი, მაინც არაფრით
დაგთანხმდები როლზე, თინიკო კი ფორმაშიცაა და გაკვეთილს რომ ატარებს, უნდა ნახოთ, როგორი პერფორმანსია-მეთქი.
თინიკო: ეკამ იმ საღამოს დამირეკა და მითხრა, ხვალ გადაღება გაქვს და ზეგ ეთერში იქნებიო. ისეთი შოკი მქონდა, 1999 წლიდან მსახიობობასთან შეხება არ მქონია. მთელი ღამის უძინარი წავედი გადაღებაზე.
- არადა, ორგზის ბებია ქალს გასათხოვარი ფიზიკოსის როლი შემოგთავაზეს...
თინიკო: ნიკა ქავთარაძეს ვეხუმრები, ამ ბებიაქალს მართლა თუ გამათხოვებ-მეთქი. არ ვიცი, გამათხოვებს თუ არა. განაგრძეთ კითხვა