მომღერალ ლელა წურწუმიასა და პროდიუსერ კახი მამულაშვილის წყვილი მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა მშობლების აქტიური ცხოვრებისგან განსხვავებით, მათი შვილი მარიამი, რომელიც გუშინ 18 წლის გახდა, მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება.
როგორც მამულიჩას მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მარიამმა დაბადების დღე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა. ლელამ კი მისთვის იმღერა. დაბადების დღის წვეულებაზე მარიამიც ამღერებულა და დედის ჰიტი - "ღამის სიჩუმე" მეგობრებთან ერთად შეუსრულებია.
მოაგვიანებით ლელას დამ - ხათუნა წურწუმიამ სოციალურ ქსელში დისა და დიშვილის ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც მარიამს დედას ამსგავსებენ:"როგორ დაემსგავსა ლელას, ერთნაირები", "დედიკოს ჰგავს, მაგრამ არანაკლებ შენ, მამულიჩ და ნანას", "თითქოს იერით დედაა, ისე კი კოპიო მამაა", - წერენ სოციალურ ქსელში.