მსოფლიოში არც ისე ბევრია 100 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელიც თავს მხნედ გრძნობს. დღეგრძელობის საიდუმლოს ამოსახსნელად, მხცოვან ადამიანებს ყოველთვის ეკითხებიან, რა მიაჩნიათ ასეთი ხანგრძლივი სიცოცხლის წინაპირობად. პასუხი სულ სხვადასხვანაირია - ზოგიერთები ჯანსაღ კვებას ასახელებენ, სხვები - ვარჯიშს, ვიღაც - ბედნიერ ქორწინებას... აი ამ ქალბატონს კი სულ სხვა "საიდუმლო" აქვს.
ჩრდილო იორკშირის (ინგლისი) მცხოვრები 106 წლის მედლინ დაი არაჩვეულებრივად გამოიყურება, ხელჯოხის გარეშე დადის და კარგად აზროვნებს.
103 წლამდე ის მარტო ცხოვრობდა, მოგვიანებით აიყვანა დამხმარე ქალი. მედლინი თვლის, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო სტრესებზე უარის თქმაა, რაც თან ახლავს ქორწინებას.
თავისი ცხოვრების მანძილზე ის არაერთ პაემანზე ყოფილა. თავისუფალ დროს მებაღეობას და ქსოვას უთმობდა.
მედლინის 80 წლის ნათესავმა მედლინ დიანამ ჟურნალისტებს უამბო დეიდამისზე, რომელიც მამაკაცებთან დაკავშირებულ კითხვას ასე პასუხობს: "არასოდეს მქონდა მათთან ახლო ურთიერთობა, ამიტომაც ვარ ჯერ კიდევ ცოცხალი". დიანას სიტყვებით, მედლინს კარგი იუმორის გრძნობა და დამოუკიდებელი ცხოვრების წესი აქვს.