43 წლის რიზ უიზერსპუნმა 20 წლის ულამაზესი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა და უამრავი ადამიანის კომპლიმენტი დაიმსახურა. თაყვანისმცემლები გოგონას სამსახიობო დებიუტს მოუთმენლად ელიან, თუმცა მათი სურვილი შესაძლოა არსდროს ასრულდეს.
აღმოჩნდა, რომ უიზერსპუნის ქალიშვილ ავას სამსახიობო ხელოვნება არ მოსწონს, თუმცა, მას სხვა გამორჩეული ინტერესები აქვს.
რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მსახიობმა 20 წლის ქალიშვილთან მორიგი სელფი გამოაქვეყნა. როგორც ფოტოზე ჩანს, რიზი და ავა სათხილამურო კურორტზე ისვენებენ. სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დედა-შვილს კი არა, დებს უფრო ჰგვანან. მათ მილიონზე მეტი რეაქცია მოაგროვეს ფოტოზე.
მიუხედავად იმისა, რომ ავა ძალიან ჰგავს დედას, არ სურს, რომ მის კვალს გაჰყვეს. რიზიც თვლის, რომ გოგონას არჩევანის თავისუფლება აქვს და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
ავა და რიზი მოზარდობის წლებში
გოგონა ხატვითა და მოდელირებითაა დაინტერესებული. ის ნამუშევრებს ძირითადად ფანქრით ასრულებს და ხშირად აქვეყნებს ინსტაგრამის გვერდზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა მხატვარს საკუთარი, ყველასგან განსხვავებული სტილი აქვს.
გარდა ამისა, ავა კარგად ერკვევა მოდის ტენდენციებშიც. უეზერსპუნმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ქალიშვილის რჩევებს ამ მიმართულებით ხშირად ითვალისწინებს. ავას ძალიან უყვარს ექსპერიმენტები და საზოგადოების წინაშე ხშირად განსხვავებული ვარცხნილობითა და უჩვეულო ტანსაცმლით ჩნდება. ცოტა ხნის წინ მან ქერა თმა ვარდისფრად შეიღება.
აპირებს, აქტიურად დაკავდეს ესკიზებისა და თიხით ნივთების შექმნით. გარდა ამისა, ძალიან უყვარს ცხენზე ჯირითი და ფოტოების გადაღება.
ავას სილამაზე შეუმჩნეველი არ რჩება. 2018 წლის იანვარში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისთვის გადიღეს. სხვა გადაღებებშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას. ახლახან კი REDValentino-ს ტანსაცმლით გამოაქვეყნა ფოტოები.
ავა მშობლების ხარჯზე არ ცხოვრობს. უკვე სამი წელია ჰოლივუდის პიცერიაში მუშაობს. შეგროვილი ფულით კი Volkswagen Jetta-ს მანქანა იყიდა.
გოგონას მოდის ინდუსტრიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, შესაძლოა სამოდელო ბიზნესში მალე ვიხილოთ.
რიზს ავას გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს - ვაჟები. უფროსი შვილები მსახიობ რაიან ფილიპთან ქორწინებისას შეეძინა, უმცროსი კი - ჯიმ ტოტთან.