მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი, რომლის ბებოსაც სასწრაფოს დახმარება დასჭირდა, სოციალურ ქსელში მათი გულიგრილობის ამბავს ჰყვება:
„სიბნელე აღარ ჰქვია ამას, 112-ის ექიმებს სათითაოდ დავაწყობ და პასუხს ვაგებინებ ჯერ უცოდინრობისთვის და მერე სასტიკი გულგრილობისთბის!!! რადგან 89 წლისაა ჩემი ბებო, რომელიც სამყროს მირჩევნია, ასაკის გამო აღარც თვლიან საჭიროდ თუნდაც ის გამაგებინონ, რომ კარდიოგრამა ინფარქტს აჩვენებს!!!
ახლა ვიგებ კარდიოექსპრესისგან, როცა მანამდე სამჯერ მყავდა 112-ის ბრიგადა გამოძახებული!!! სახეზე ზეპირად მახსოვხართ და ხელოვნურ ინფარქტს მე დაგიყენებთ სათითაოდ ექვსივეს!!!"
მაიას პოსტს მისი მეგობრებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ მაია არ ყოფილა 112-ის ბრიგადის გულგრილობის „მსხვერპლი“:
„ხშირადაა, მოხუცი თუ არის, ასაკს რომ იგებენ, ან საერთოდ არ მიდიან, ან მინიმუმ 2 საათის დაგვიანებით და ზერელედ სინჯავენ. ვინმეს თუ დაგჭირდებათ გამოძახება, უთხარით, 35 წლისაა ავადმყოფიო და რომ მოვლენ და ფაქტის წინაშე დადგებიან, სხვა რა გზა ექნებათ“. „რა უნამუსო და თავხედები არიან!!! მეც მინახავს მათი "ფეხებზე მკიდია" დამოკიდებულება პაციენტებისადმი“. „და დარწმუნებული ხართ, რომ მიხვდენ რომ ინფარქტი ჰქონდა? დედაჩემი ორი თვე ყოველდღე იძახებდა სასწრაფოს ცუდად ყოფნის გამო, მაგრამ ინფარქტი რომ ჰქონდა, ვერც ერთმა ბრიგადამ ვერ გაიგო, სანამ პოლიკლინიკაში გამოკვლევა არ გაიკეთა და სასწრაფოდ საოპერაციო ხარო, უთხრეს.“ - წერენ მაიას მეგობრები. „არა, ნუ, პასუხი უნდა აგოს ყველა ასეთმა ექიმმა და თავს შევაკლავ, რომ ვაგებინო !!! მერე იმედია სხვებიც გაიათვალისწინებენ“, - ასე პასუხობს მუსიკოსი კომეტარებს
თეკლა ჟვანია