ლეგენდარულმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდში მიმდინარე კონცერტისას სიმღერა შეწყვიტა და კონცერტიც ჩაშალა. როგორც ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, მისი ხმა თანდათან, სიმღერისას დაიკარგა. ეკრანზე ჩანს, რომ ამ დროს მუსიკოსს ცრემლებიც წამოუვიდა. მაყურებლები ფეხზე წამოუდგნენ ტავიანთ კუმირს და აპლიდისმენტებით გააცილეს კულისებამდე. შოუს დაწყების წინ კი ელტონ ჯონმა მსმენელებს გაუმხილა, რომ დილით „პნევმონიის მსუბუქი ფორმის დიაგნოზი“ დაუსვეს.
„დიდი მადლობა ამ უდიდესი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რაც ამ გამოსვლისას ჩემ მიმართ გამოხატეთ. მუდამ ამის მადლიერი დავრჩები. ვუკრავდი და მთელი გულით ვმღეროდი, სანამ ხმა არ დავკარგე, ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით“, - დაწერა მოგვიანებით ინსტაგრამის გვერდზე.