სამტრედიაში მომხდარ მორიგ სასტიკ ტრაგედიას დიდი გამოხამურება მოჰყვა. ქმარმა 26 წლის ცოლი განქორწინებამდე რამდენიმე წუთით ადრე, იუსტიციის სახლში მოკლა. საზარელი ფაქტის შესახებ ცნობილი სახეები საკუთარ აზრს აფიქსირებენ.
„ბოდიში, მაგრამ ეს უნდა მეთქვა“ - ამ სიტყვებით ასრულებს "კურიერის" წამყვანი ნათია ლაზაშვილი მაყურებლისთვის იმ საშინელი სიახლის გაცნობას, რომელიც სამტრედიაში ქმრისგან მოკულ ქალს ეხება. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ საზოგადოება და საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები, მამაკაცები უნდა გაერთიანდნენ, რათა ტენდენციად ქცეული ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინება როგორმე შეაჩერონ. „სანამ ყველა ერთად არ მიხვდება, რა ტრაგედიაა მცირეწლოვანი შვილებისთვის მამის მიერ მოკლული დედა და როგორ აისახება ეს მომავალზე, ყოველდღე გაიზრდება დარღვეული ფსიქიკის მქონე ქმრებისგან მოკლული ქალების რიცხვი“, - ამბობს კურიერის წამყვანი.
აი, რას წერენ მომხდარზე სოციალურ ქსელში:
გვანცა ჯაფარიძე (მომღერალი):
- მგონი დღე არ გავა ისე რომ მსგავსი შემთხვევა არ მოხდეს... რაღაც უწყვეტი ჯაჭვივით არის, თან არავინ იცის ასეთმა ქალებმა, როგორ უნდა დაიცვან თავი მოძალადე ქმრებისგან, როდის შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას თავისუფლად, ყოველგვარი შიშის, კომპლექსის, სტერეოტიპების გარეშე, ალბათ ამ საქართველოში ვერასდროს... თუ გადაურჩებიან სიკვდილს, ალბათ აქედან გაქცევა სჯობს, სხვა გამოსავალი არ არსებობს სამწუხაროდ, აქ პოლიციაც ვერ გიცავს, კანონი ხომ მით უმეტეს, რატომღაც მკვლელებს უფრო ნაკლებს უსჯიან, ვიდრე მომხმარებლებს, რომლებიც არავის არაფერს უშავებენ, ან საერთოდ იწყალებენ კიდეც და სასჯელის ნახევარსაც არ იხდიან...
ქალთა ორგანიზაციებმაც რა უნდა ქნან, შეიძლება ბევრი ქალი გამოგლიჯეს სიკვდილს ხელიდან, თუმცა ასეთი არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანები სამწუხაროდ ბევრნი არიან და სულ იარსებებენ, მანამ, სანამ რაა? მართლა არ ვიცი.
მარიამ სხილაძე (საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი):
- გაუზრდელი (მენტალურად), არშემდგარი კაცების ქვეყანა (ძირითადი!). ვერ დაუმორჩილა თავის ავადმყოფ კომპლექსებს "ცოლი", ადგა და მოკლა. რა არის ამაზე "მარტივი"... საცოდავი გოგო.
გვანცა დარასელია (ტელეწამყვანი):
- მოკლული ქალების ქვეყანა. ფემიციდი (ინგლ. Femicide) ან ფემინიციდი — ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა. ეს ტერმინი მე-19 საუკუნიდან მოდის და ლათინურად აღნიშნავს ქალებისა და გოგონების მკვლელობას (femi — ქალი, cide — კვლა). ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით, ფემიციდი არის „მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან.“
სალომე ბენიძე ( მწერალი):
- ყველა ვირუსზე უარესი რამ, ოღონდ ვერც აცრა რომ ვერ გვშველის და ვერც წამალი გამოვუგონეთ.
ლაშა ღლონტი (მომღერალი):
- ქალზე ძალადობა საშინელი არაკაცობაა!
თეკლა ჟვანია