საქართველოში დაბრუნებულ ორსულ თაკო გაჩეჩილაძეს ნინი ბადურაშვილმა ფუფას რეცეპტით ხაჭაპური გამოუცხო
საქართველოში დაბრუნებულ ორსულ თაკო გაჩეჩილაძეს ნინი ბადურაშვილმა ფუფას რეცეპტით ხაჭაპური გამოუცხო
ნინი ბადურაშვილის, თაკო გაჩეჩილაძისა და ქრისტინე იმედაძის მეგობრობა ათეულობით წელს ითვლის. სამი გოგონა ბავშვობიდან მეგობრობს და სხვათა შორის, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათი ურთიერთობა დაძაბულიყოს. სამეულის მეგობარია ასევე ქეთა თოფურია, თუმცა ქეთას მოსკოვში გადასვლის შემდეგ ერთმანეთის ნახვას იშვიათად ახერხებენ.

თაკო გაჩეჩილაძეც რამდენიმე წელია ბულგარელ პროდიუსერს, ბორისლავ მილანოვს გაჰყვა ცოლად და ოფიციალურად მის გვარზე გადავიდა - მილანოვა გახდა.
თაკოს და ბორსილავს პირველი შვილი ერთი წლის ჰყავთ და ახლა მეორეს მოლოდინში არიან. სწორედ მათ საქართველოში სტუმრობას დაამთხვია ნინი ბადურაშვილმა ბედის ცდა და
ქრისტინე იმედაძის დეიდის, ფუფა გოგლიძის რეცეპტით ხაჭაპური გამოაცხო.
თუ რა გამოუვიდა, ამის ნახვა ფოტოებზე შეგიძლიათ. მეგობრებმა ამაზე კარგად იხალისეს.
mshoblebi
როგორც ჩანს, ფუფას ხაჭაპურები ქართულ ბომონდში პოპულარულია. ცნობილია, რომ ფუფა გოგლიძე ნანი ბრეგვაძის შვილიშვილის, ეკა მამალაძის ვაჟის მეუღლეა. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავთ. ფუფას კი პირველი ქორწინებიდან უფროსი გოგონა ჰყავს.
mshoblebi
ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებით და ვიდეობით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ნინის ხაჭაპურები სხვებმაც დააგემოვნეს და მომღერლის დებიუტი კულინარიაში მეტნაკლებად შედგა.

7115
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
მარო
0
დიასხლისობას ვერ დაუწუნებ, მაგრამ განა რამდენი წლის არიან ეს გოგონები, მათი მეგობრობა რამდენიმე ათეულ წლებს რომ ითვლის?
16:42 / 20-02-2020
ნინო
1
უპასუხეთ ქალბატონ თეას სასწრაფოდ! მას აინტერესებს 1 წითელი ზედა გარდაცვალების შემდეგ აცვია თუ მანამდე
22:48 / 19-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი