ქალმა, რომელსაც რძე გაუშრა, შუაღამისას სამაშველო სამსახურში დარეკა - ნახეთ, რა გააკეთეს პოლიციელებმა
სხვადასხვა ქვეყნებში პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ხშირად იღებენ გამოძახებას უჩვეულო მიზეზებით. ერთ-ერთ ასეთ  უცნაურ გამოძახებაზე წერს CNN. აშშ-ში, იუტაში მცხოვრებმა ქალმა ღამის ორ საათზე 911-ზე დარეკა და ერთ წლამდე ბავშვისთვის საჭმლის მიტანა ითხოვა.

პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ მსგავსი გამოძახება აქამდე არასდროს მიუღიათ.

ხუთი შვილის დედა, შენონ ბირდი ბავშვის აღზრდის საქმეში თავს პროფესიონალად მიიჩნევს. ის შვილებს ძუძუთი კვებავდა და ხელოვნური საკვების ყიდვის აუცილებლობა არასოდეს ჰქონია, მაგრამ იმ ღამით, რძე მოულოდნელად გაუშრა და თავისი ექვსი კვირის გოგონას გამოკვება ვერ შეძლო.

mshoblebi

„ძუძუთი გამოკვების დროს
პრობლემა აქამდე არ მქონია“, - ამბობს ხუთი შვილის დედა CNN-თან. მისივე თქმით, როცა მიხვდა, რომ რძე აღარ ჰქონდა და პატარა მშიერი იყო, პანიკაში ჩავარდა. თავდაპირველად ქმარს დაურეკა, რომელიც ქალაქიდან წასული იყო და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა რაიმე იდეა იმაზე, თუ რა გაეკეთებინა. შემდეგ მეზობლებსა და ოჯახის წევრებს დაურეკა, მაგრამ ყველას ეძინა და არავინ უპასუხა.

ქალი ამბობს, რომ დანარჩენ ოთხ ბავშვს ეძინა. მათ მარტო ვერ დატოვებდა. ამასთან, გზაც თოვლიანი იყო და საკვების საყიდლად წასვლას ვერ გაბედავდა. შენონ ბირდის თქმით, მისი უკანასკნელი შანსი 911-ზე დარეკვა იყო.

„არ ვიცი, რა მოხდა, ეს მეხუთე ბავშვია და მსგავსი
რამ არასდროს შემმთხვევია. მოულოდნელად რძე გამიშრა“, - ამბობს CNN-თან ხუთი შვილის დედა.

პოლიციის ოფიცრებს, უაგსტეფსა და გაბიტასს თავდაპირველად ეგონათ, რომ ბავშვისთვოს ძროხის რძე უნდა წაეღოთ, მაგრამ შემდეგ როდესაც გაიგეს, რომ საქმე ერთ წლამდე ასაკის ბავშვს ეხებოდა, მიხვდნენ, რომ ქალი სპეციალურ ბავშვის საჭმელს ითხოვდა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ძროხის რძე რეკომენდებული არ არის. ამიტომაც მივხვდით რა უნდა გვეყიდა. ეს ჩვენი საქმის შემადგენელი ნაწილია. ვფიქრობ, არ არსებობს ამ ქვეყნად პოლიციის ოფიცერი, რომელიც სხვაგვარად მოიქცეოდა. ჩვენი, ყველა პოლიციელის მიზანი ადამიანების დახმარებაა“, - ამბობს უაგსტაფი CNN-თან.

1978
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი