რძის პროდუქტები, რომლებიც ეტიკეტის მიხედვით, ნატურალურია, სინამდვილეში კი მცენარეულ ცხიმს შეიცავს - ახალი კვლევის შედეგები
რძის პროდუქტები, რომლებიც ეტიკეტის მიხედვით, ნატურალურია, სინამდვილეში კი მცენარეულ ცხიმს შეიცავს - ახალი კვლევის შედეგები
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ამჯერად რძის ნაწარმის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების მიხედვით, 5 პროდუქტში, რომლის ეტიკეტზეც იკითხება, რომ პროდუქტი ნატურალურია, რძის ცხიმი აღმოჩნდა. მათ შორისაა არაჟანი ქობულეთური 25%, ნაღების კარაქი რანინა, 82,5%, ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილი "სულგუნი", შპს რძის ლაბორატორია "ყველი იმერული",მილკენი/საქართველოს ყველი ქარხნული.

პროდუქტები, სადაც დარღვევა აღმოჩნდა
mshoblebi

mshoblebi
mshoblebi

mshoblebi
mshoblebi
პროდუქტები, სადაც დარღვევა არ აღმოჩნდა, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
"თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 36 დასახელების რძის პროდუქტი და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში რძის ცხიმის სისუფთავეზე შესამოწმებლად. 5 პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.

შესყიდულ იქნა სხვადასხვა, საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია, მათ შორის, იმ
მეწარმეების საქონელი, რომელშიც ჩვენ ბოლო თვეების მანძილზე მცენარეული ცხიმი აღმოვაჩინეთ და ასევე, რომელთა შემოწმებასაც მოქალაქეები გვთხოვდნენ.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, რძის ცხიმის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. რძის ნაწარმი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს
წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობისათვის. ამიტომაცაა, რომ მომხმრებლები ხშირად გვთხოვენ ამა თუ იმ პროდუქტის რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმებას. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ რძის ნაწარმი ჩვენც შეგვემოწმებინა.

ჩვენი მცირე კვლევის შედეგებით ვერ განვსაზღვრავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დარღვევების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირია რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გამოყენება. ამიტომაც ამ მიმართულებით კონტროლის გაფართოებაა საჭირო" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 
8122
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
Qეთი
0
მართალია, ამასწინათ შევიძინე ,,მალკოს" ფირმის ვითომ კარაქი, რომელსაც გარკვევით ეწერა ,,ნაღების კარაქი 82, 5%" და აღმოჩნდა რომ აბსოლუტური მარგარინი ვაჭამე პატარა შვილიშვილს! მართალია, მალე მივხვდი რასტან მქონდა საქმე, მაგრამ... ეს რა უბედურება გვჭირს, რატომ არ კონტროლდება ეს უნამუსო მეწარმეები, რატომ არ ჯარიმდებიან , თუ რაცაა.. ასე უსინდისოდ რომ გვწამლავენ და თანაც გვძარცვავენ!
23:59 / 20-02-2020
Zaza-ს
0
თავისიანებს არ აჭმევენ ჩემო კარგო.გამიჯერე...
09:31 / 20-02-2020
მსგავსი სიახლეები