დიზაინერი მაკა ასათიანი ბებია გახდა. მისი უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მეუღლე ნანიკო კლდიაშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ.
ნანიკო კლდიაშვილის ორსულობას წყვილი დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ ინახავდა. ასევე არ იყო ცნობილი ბავშვის სქესი. ფეხმძიმე ნანიკომ პირველად ორი თვის წინ გამოაქვეყნა ფოტო ინსტაგრამზე.
ნანიკოს და კახის გოგონა 14 თებერვალს, ვალენტინობას შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში მოევლინა ქვეყანას. ჩვენი წყაროს ინფორმაციით მშობიარობამ კარგად ჩაიარა და დედა-შვილი თავს იდეალურად გრძნობენ.