90-იანი წლების პროდუქტები, რომლებზეც უარი ვთქვით - გრძელდება თუ არა ეს პროცესი? - მშობლები

90-იანი წლების პროდუქტები, რომლებზეც უარი ვთქვით - გრძელდება თუ არა ეს პროცესი?

2020-02-20 07:02:31+04:00

მას შემ­დეგ, რაც მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ე­ბი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი გაქ­რა, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 წელი გა­ვი­და. ამის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ დავ­ფიქ­რდით იმ პრო­დუქ­ტე­ბის ავ-კარ­გი­ა­ნო­ბა­ზე, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად მო­ვიხ­მართ. ზო­გი­ერთ მათ­გან­ზე უა­რის თქმა კი მხო­ლოდ ახლა და­ვი­წყეთ.

80-90-იან წლებ­ში და­ბა­დე­ბულ ცოტა ადა­მი­ანს თუ ნა­ხავთ, ვინც წყალ­ში გა­სახ­სნე­ლი წვე­ნე­ბის, ე.წ ჩი­ტის რძის, რუ­სუ­ლი ანო­ტა­ცი­ის მქო­ნე სპრე­დი­სა თუ სხვა პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ არ იცის. დღეს, ამ პრო­დუქ­ტებს აღარ მო­ვიხ­მართ, რად­გან ბა­ზარ­ზე უკე­თე­სი არ­ჩე­ვა­ნი გაჩ­ნდა. გა­ურ­კვე­ვე­ლი სუბსტან­ცი­ის ფხვნი­ლი-წვე­ნე­ბი ნა­ტუ­რა­ლურ­მა წვე­ნებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბაც იმ ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით

რე­გუ­ლირ­დე­ბა, სა­დაც იწარ­მო­ე­ბა და პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ვი­ღებთ.

რუ­სუ­ლი ანო­ტა­ცი­ის მქო­ნე სპრე­დე­ბი სხვა­დას­ხვა წარ­მო­ე­ბის კა­რაქ­მა შეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც უფრო უსაფრ­თხო და ჯან­სა­ღია; სინ­თე­ტი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და არო­მა­ტი­ზა­ტო­რე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი კან­ფე­ტე­ბი­სა და შო­კო­ლა­დის ნაც­ვლად უკვე შეგ­ვიძ­ლია, ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი მი­ვირ­თვათ.

ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­გახ­სე­ნებთ იმ პე­რი­ოდს, როცა მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე ყო­ველ­გვა­რი კონ­ტრო­ლის გა­რე­შე ხვდე­ბო­და პრო­დუქ­ცია, ჩვენ კი მას მო­ვიხ­მარ­დით:

"იუპი", "ზუკო", "ინ­ვა­ი­თი"

ეს ფხვნი­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ცივ წყალ­ში გახ­სნის შემ­დეგ წვე­ნად, უფრო სწო­რად გა­ურ­კვე­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის მქო­ნე სას­მე­ლად იქ­ცე­ო­და-ხოლ­მე და სხვა­დას­ხვა ხი­ლის არო­მა­ტი­ზა­ტო­რი "გვა­ტყუ­ებ­და", თით­ქოს იქ მარ­თლა რა­ი­მე "ცო­ცხა­ლი" იყო გა­რე­უ­ლი.

ფხვნი­ლი სულ რამ­დე­ნი­მე გრა­მი იყო, ჩვენ კი შეგ­ვეძ­ლო 2 ლიტრ წყალ­შიც კი გაგ­ვეხ­სნა და იმა­ზე არ ვი­დარ­დებ­დით, რომ ის "გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს" და­კარ­გავ­და. ეს კი მის ქი­მი­ურ და არა­ჯან­საღ შე­მად­გენ­ლო­ბას კი­დევ ერთხელ უს­ვამ­და ხაზს.

რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ არა­ჯან­საღ, სინ­თე­ტი­კურ, სა­ში­ში შე­მად­გენ­ლო­ბის მქო­ნე პრო­დუქტს მო­ვიხ­მარ­დით, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ბა­ზარ­ზე უკე­თე­სი პრო­დუქ­ტი გაჩ­ნდა, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რამ­ხე­ლა ზი­ანს ვა­ყე­ნებ­დით სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, "იუ­პი­ზეც", "ზუ­კო­ზეც" და "ინ­ვა­ით­ზეც" მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი ისი­ნი ბაზ­რი­დან გაქ­რა.

ყავა

mkurnali.ge

მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ ერთი მწარ­მო­ებ­ლის ყავა რომ იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი, შე­მად­გენ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ალ­ბათ უარს მა­ინც არ ვი­ტყო­დით, თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე არაა.

დღეს, ყა­ვის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნია, მთა­ვა­რია, ნა­ტუ­რა­ლურს მი­აგ­ნო. ისე­ვე რო­გორც 90-ია­ნებ­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე ვთქვით უარი მათი მავ­ნე შე­მად­გენ­ლო­ბის გამო, დღეს, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ისე გა­და­დის ხსნა­დი ყა­ვის მოხ­მა­რე­ბი­დან ნა­ტუ­რა­ლურ ყა­ვა­ზე. მი­ზე­ზი ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­მად­გენ­ლო­ბაა.

სხვა­დას­ხვა კვლე­ვის თა­ნახ­მად, ხსნა­დი ყავა შე­ი­ცავს ისეთ მი­ნა­რე­ვებს, რო­გო­რიც არის სოიო, ბარ­და, სინ­თე­ტი­კუ­რი კო­ფე­ი­ნი, შვრია, ქე­რის ალაო და სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რე­ბი. მას­ში ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით გვხვდე­ბა ნამ­დვი­ლი კო­ფე­ი­ნი და მა­შინ, როცა მა­ცო­ცხლე­ბე­ლი და მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა გვინ­და, სულ სხვა რა­მეს ვსვამთ.

ხსნად ყა­ვას­თან შე­და­რე­ბით კი ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყავა სრუ­ლად ინარ­ჩუ­ნებს იმ თვი­სე­ბებს, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნებ­მა მისი მოხ­მა­რე­ბა და­ვი­წყეთ. ნა­ტუ­რა­ლუ­რი, იგი­ვე აპა­რა­ტის ყავა ამ­ცი­რებს მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბე­ტის, ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის, პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბის რის­კებს. ასე­ვე, გო­ნივ­რუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყა­ვის მოხ­მა­რე­ბა გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბა­საც უწყობს ხელს.

გარ­და ამი­სა, ამ­ცი­რებს საყ­ლა­პა­ვი მი­ლის სიმ­სივ­ნი­სა და სხვა­დას­ხვა ტი­პის სკლე­რო­ზის რის­კებ­საც.

"იუ­პის", "ზუ­კო­სა" და "ინ­ვა­ი­თის" მსგავ­სად, ვე­ძებთ ხსნა­დი ყა­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, რო­მე­ლიც ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყა­ვაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ყავა არ შე­ი­ცავს იმ მი­ნა­რე­ვებს, რა­საც ხსნა­დი ყავა, ამი­ტომ უფრო ჯან­საღ პრო­დუქ­ტად მი­იჩ­ნე­ვა.აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყა­ვის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - მას მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, გემო, არო­მა­ტი და ხა­რის­ხი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეს.