"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო
"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო
7 თე­ბერ­ვალს მაია ასა­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ემ­გზავ­რა. სამი წლის წინ, თე­ბერ­ვლის თვე­ში ტე­ლე­წამ­ყვა­ნის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და ყო­ველ წე­ლი­წადს, ეს პე­რი­ო­დი ასა­თი­ა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა.

ამ­ჯე­რად, ტე­ლე­წამ­ყვან­მა მარ­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­და­წყვი­ტა და კუნ­ძულ ბა­ლი­ზე გა­ემ­გზავ­რა: "16 სა­ა­თი უნდა ვიფ­რი­ნო, ჩემი შვი­ლის წლის­თა­ვია" - ამ სი­ტყვე­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე მაია ასა­თი­ან­მა.

რო­გორც ის ამ­ბობს, ამ მოგ­ზა­უ­რო­ბით ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და მისი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის - ელი­ზა­ბეტ გილ­ბერ­ტის ბესტსე­ლე­რის "ჭამე, ილო­ცე, შე­იყ­ვა­რეს" მთა­ვა­რი გმი­რის გზის გავ­ლას აპი­რებს...

წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი, რომ­ლის კი­ნო­ვერ­სი­ა­შიც მთა­ვარ როლს ჯუ­ლია
რო­ბერტსი ას­რუ­ლებს ასე­თია: მთა­ვა­რი გმი­რი - ელი­ზა­ბე­ტი მტკი­ცედ გა­და­წყვეტს, იპო­ვოს ის, რაც აქამ­დე ძა­ლი­ან აკ­ლდა. ამ­დე­ნად, ის იწყებს ძი­ე­ბას... რომ­ში ის თავს ნე­ბა­ზე მი­უშ­ვებს, ინ­დო­ეთ­ში კი სუ­ლის გან­წმენ­დას ჰპო­ვებს... სა­ბო­ლო­ოდ, კი კუნ­ძულ ბა­ლი­ზე მცხოვ­რე­ბი ექიმ­ბა­ში ახალ გზას და­ა­ნახ­ვებს სიმ­შვი­დის­კენ და კვლავ გა­უღ­ვი­ვებს სიყ­ვა­რუ­ლის სურ­ვილს.

კუნ­ძულ ბა­ლი­ზე ჩა­სულ­მა მაია ასა­თი­ან­მა გა­და­წყვი­ტა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის "ინ­სტაგ­რამ­ზე" გუ­ლახ­დი­ლად მო­ე­ყო­ლა, თუ რა მი­ზანს ისა­ხავ­და მისი მოგ­ზა­უ­რო­ბა და რა­ტომ გა­ემ­გზავ­რა მარ­ტო:
განაგრძეთ კითხვა
4473
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი