ჯერ კიდევ ორი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ მაკა ზამბახიძის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა. თავიდან მომღერალი ამ ფაქტს უარყოფდა, თუმცა 7 წლით უმცროსი მიხეილ ჩოხელის დამალვა ვერ მოახერხა და მედიაში მათი „ლავსთორის“ შესახებ არაერთხელ დაიწერა.
მიხეილ ჩოხელი ძიუდოში ევროპის და საქართველოს ჩემპიონია, ასევე ხუთგზის მედალოსანია სამბოში, მისი მეგობრების ცნობით, ჩოხელმა სპორტს თავი უკვე დაანება. მას ზედმეტსახელად ჩოხელას ეძახიან.
„დღეს დიდი დღეა, დიდი“ - ამ სიტყვებით მაკა ზამბახიძის ფეისბუქგვერდზე მომღერლის მეგობრებმა ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნეს.
ორი წლის შემდეგ წყვილმა ჯვარი თბილისში, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დაიწერა.
მაკას პირველი ქორწინებიდან უფროსი გოგონა ჰყავს, რომელიც ასევე მომღერალია. მეორე ქორწინებაში ვახო ჭუმბურიძესთან იმყოფებოდა. წყვილი „იურმალაში“ დუეტ „ჯორჯიას“ გამარჯვების შემდეგ დაოჯახდა.
მაკამ ახალი სიყვარული ვახოსთან დაშორების შემდეგ იპოვა. ვახომ მაკასთან დაშორების შემდეგ ერთხელ დაქორწინება და გაყრაც მოასწრო.