დედის ამბიციების მსხვერპლის მძიმე ბავშვობა - როგორ გამოიყურება დღეს და რას საქმიანობს ულამაზესი ბრუკ შილდსი
დედის ამბიციების მსხვერპლის მძიმე ბავშვობა - როგორ გამოიყურება დღეს და რას საქმიანობს ულამაზესი ბრუკ შილდსი
ყველას გვახსოვს მომაჯადოებელი გარეგნობის ბრუკ შილდსი, რომელმაც მილიონობით თაყვანიმსცემელი შეიძინა და მათ შორის, ბევრი საქართველოშიც. ის ბავშვობიდანვე მოექცა კამერების ეპიცენტრში და მისი შედეგებიც იწვნია. როგორი აისახა პატარა გოგონაზე გადაჭარბებული პოპულარობა და რას საქმიანობს დღეს ერთ დროს ცნობილი ლამაზმანი.

ბავშვობა

საკამათოა, ჰქონდა თუ არა საერთოდ მას ბავშვობა. გოგონას დედა, ტერი შილდსი, ქალიშვილისთვის კინოვარსკვლავის გარდა სხვა მომავალს არც კი განიხილავდა. ტერი შეუპოვრად და ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და შედეგად 11 თვის ბრუკი დედასთან ერთად უკვე რეკლამაში გამოჩნდა.

მისი ლამაზი სახე მაყურებელს მოსწონდა, ამიტომ გოგონას
სულ უფრო ხშირად იწვევდნენ გადაღებებზე. თანატოლებისგან განსხვავებით, ბრუკი მთელ დროს გადასაღებ მოედანზე ატარებდა. მშობლები ადრე განქორწინდნენ, რის შემდეგაც დედა უფრო მეტი ენთუზიაზმით შეუდგა ქალიშვილის კარიერის მწვერვალებისკენ სწრაფვას.
mshoblebi

კარიერა

ათი წლის ასაკში ბრუკს Playboy Press-ში თამამი ფოტოსესია შესთავაზეს.
დედას უკან დახევა არც უფიქრია და შედეგად 10 წლის გოგონა, დედის თანხმობით, შიშველ ფოტოსესიაში გამოჩნდა. ფოტოები გამოქვეყნდა, თუმცა ჯიუტი დედის მოლოდინები ვერ გაამართლა - საზოგადოების ნეგატიური რეაქციის გამო მათი გამოყენება აიკრძალა. წლობით მიმდინარეობდა სასამართლო პროცესებიც.
mshoblebi
ამ სკანდალის მიუხედავად, 13 წლის ბრუკი დედის წყალობით კვლავ თამამი იმიჯით გამოჩნდა ლუი მალის ფილმში "ლამაზი ბავშვი". ყოფილი მეუღლის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ტერი შილდსმა
თავისი გაიტანა და ბრუკისთვის მთავარი როლი მოიპოვა. თუმცა შედეგებზე არც ამჯერად დაფიქრებულა.
ფილმმა 13 წლის გოგონას ნორჩი სექს-ვარსკვლავის სახელი მოუტანა. გაჩნდა ჭორები, რომ ბრუკი მართლაც გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. არასრულწლოვანი მეძავის როლი გოგონას ფსიქიკაზეც აისახა და ის უკვე ფსიქიატრების სისიტემატური პაციენტი იყო.
mshoblebi
ჭორები რომ გაექარწყლებინა, ტერიმ საჯაროდ განაცხადა, რომ გოგონას ქალწულობა დაზღვეული ჰქონდა. იმ დროს უკვე ჭარბად მოიხმარდა ალკოჰოლს და მუდმივად ზეწოლის ქვეშ ჰყავდა ბრუკი ზედმეტი კილოგრამებისა თუ გარეგნობაზე ზრუნვის მოტივით.
mshoblebi
უკონტროლებდა ყველა ნაბიჯს, ყველა საკითხს თავად განაგებდა, როცა ბრუკს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი ჰქონდა. ისევ ჭორაობდნენ, რომ ბრუკი სინამდვილეში არც ისეთი უბიწო გახლდათ. მის საყვარლებად ასახელებდნენ ჯონ კენედი უმცროსს, მონაკოს პრინც ალბერტს, დინ კეინს, მაიკლ ჯექსონს და ა. შ.
mshoblebi

გზა დიდებისკენ

ბრუკის ეკრანული სახე გაგრძელებას ითხოვდა და აი, 1980 წელს გამოვიდა ფილმი "ცისფერი ლაგუნა", რომელიც "ოსკარსა" და "ოქროს გლობუსზე" იყო ნომინირებული.
მოზარდების ზრაპრული სასიყვარულო ისტორია განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის მაყურებელს მოეწონა. ამას მოჰყვა "უსასრულო სიყვარული", რომელმაც ბრუკს 80-იანების სახის ტიტული მოუტანა. პრიალა ჟურნალების გარეკანებზე 16 წლის გოგონას სექსუალური ფოტოები მომრავლდა. ამ ასაკში ის უკვე მსოფლიო ვარსკვლავი იყო და არაერთი დასამახსოვრებელი როლიც შეასრულა.
mshoblebi
mshoblebi

პირადი ცხოვრება

დედის კონტროლი ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. მისი მიზანი ბრუკის იაპონიის პრინცზე, ჰირო ნარუჰიტოზე ან პრინც ალბერტზე გათხოვება იყო. მაგრამ ტერი შეცდა - პრონცების ნაცვლად ბრუკმა "ჩოგბურთის მეფე", ანდრე აგასი აირჩია. საბოლოოდ 32 წლის ასაკში ბრუკი მას ცოლად გაჰყვა. ამ დროს მისმა კარიერამ დაღმასვლა იწყო, მთელ დროს საჩოგბურთო ტურნირების გამო მგზავრობაში ატარებდა და ენერგიას ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში ხარჯავდა. ბრუკი შვილებზე ოცნებობდა, ანდრეს კი ამის გაგონებაც არ სურდა. მოკლედ, წყვილი ბედნიერს არ ჰგავდა და ორ წლიწადში ქორწინებაც დასრულდა.
mshoblebi
სამაგიეროდ, მისი ვარსკვლავური კარიერა ახალი ძალით გაიფურჩქნა. მორიგ გადაღებაზე კი მსახიობი და პროდიუსერი, კრის ჰენჩი გაიცნო. მათი ბობოქარი რომანი თანაცხოვრებაში გადაიზარდა და 36 წლის ასაკში ბრუკი მეორედ გათხოვდა. მალე ორი გოგონაც შეეძინათ. "ყოველთვის ნორმალურ ოჯახზე ვოცნებობდი" - აღიარა ბრუკმა ჟურნალისტებთან, თუმცა წარსულის ფსიქოლოგიურმა ტრავმებმა მშობიარობის შემდეგ დეპრესიის სახით იჩინა თავი. ამაზე ბრუკი თავადაც საუბრობდა და არ დაუმალავს, რომ ახალშობილი გოგონას მიმართ თავიდან საერთოდ არაფერს გრძნობდა. თუმცა თანდათან ყველაფერი დალაგდა და ბედნიერი დედა ახლა ოჯახზე ზრუნვითაა დაკავებული.
mshoblebi
თუმცა დედის ამპლუა ხელს არ უშლის კინოკარიერის გაგრძელებაში. უკანასკნელ წლებში არაერთ სერიალსა თუ ფილმში კვლავ გამოჩნდა და ამ სამყაროზე უარის თქმას არც აპირებს.
mshoblebi
mshoblebi

altმძიმე ბავშვობიდან კინოვარსკვლავობამდე და მრავალშვილიან დედობამდე - ჯულია რობერტსის ცხოვრება მშვენიერი ღიმილის მიღმა


27142
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
დავითი
0
ისე ის ფილმიც ცისფერი ლაგუნა ახლა პედოფილურად ჩანს, იქაც არის არასრულწლოვანის შიშველი სცენები. ბრუკის დედას მართლა ვერ ჰქონია ტვინი წესრიგში.
12:42 / 26-02-2020
დავითი
1
ისეთი სიტყვებიც კი როგორიცაა "დედა ჯობია" ძალიან უსუსურია შვილებს რომ უყურებ. კაცი რომ იყოს ეჭვიც კი გაგიჩნდება მართლა მისი შვილებია თუ არა.
12:39 / 26-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი