ვიდეო ბავშვის დედამ 18 თებერვალს გამოაქვეყნა თავის გვერდზე და მსოფლიოს უამბო იმ ჩაგვრის შესახებ, რომელსაც მისი ბიჭუნა კვადენ ბეილსი განიცდიდა. ბავშვს არასტანდარტული გარეგნობა აქვს - აქონდროპლაზიის დიაგნოზი

რაგბის ეროვნული ნაკრების თამაშზე
"აღარ ვიცი, რა გავაკეთო", - მიმართა ბავშვის დედამ საზოგადოებას და დასძინა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მისი შვილი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს.
ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა უკვე და მსოფლიო საზოგადოებრიობაც გააერთიანა ამ თემის გარშემო.
"შენს მეგობრად ჩამთვალე. შეურაცხყოფები უნდა დასრულდეს. წერტილი", - განაცხადა ჰიუ ჯეკმანმა. ხოლო კომიკოსი ბრედ უილიამსი, რომელიც ასევე დაიბადა აქონდროპლაზიის დიაგნოზით, გახლდათ სწორედ ინიციატორი, რომ კვადენისთვის ფული შეეგროვებინათ.
ბავშვის დედის თქმით, მას მერე, რაც ამხელა მხარდაჭერა მიიღო, ბავშვმა თქვა, რომ "მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე, საუკეთესო დღედ იქცა".
