"ბავშვი იბრძვის სიცოცხლისთვის, აპარატზეა მიერთებული" - პატარა ნიკოლოზს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა
"ბავშვი იბრძვის სიცოცხლისთვის, აპარატზეა მიერთებული" - პატარა ნიკოლოზს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა
10 წლის ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი, რომელიც მთელმა საქართველომ სამი წლის წინ სახალისო ვიდეოთი გაიცნო, ავად არის. ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბავშვის ახლობლები აქვეყნებენ.
mshoblebi
როგორც mshoblebi.ge-ს ნიკოლოზის მამამ, ზურა ჭიჭიკოშვილმა უთხრა, ბავშვი გაითიშა და სასწრაფომ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა:
- ბავშვი იბრძვის სიცოცხლისთვის, აპარატზეა მიერთებული.  წნევები ჰქონდა მაღალი. 210-დან ვერ ჩამოვუყვანეთ. ტიროდა, მიშველეთო, თმებს იგლეჯდა, მერე თქვა, ბრძოლას ვერ შევძლებ, დამეხმარეთო და გაითიშა. სასწრაფომ ინგოროყვაში გადაიყვანა, შორ მანძილზე წაყვანას ვერ გავრისკავთო. ტვინში სისხლი ჩაექცა, ინსულტი მიიღო. ოპერაცია გაუკეთეს და თავის
ქალა ახადეს.

როგორც გახსოვთ, ნიკოლოზს ბებიის თირკმელი გადაუნერგეს, თუმცა შემდეგ გართულდა მდგომარეობა.

რუსკა კილასონია

6671
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ani
0
Uპალო დაიპარე ნიკოლოზი და ყველა პატარა რომელიც განსაცდელშია ჩავარდნილი და სიცოცხლისტვის იბრძვის, ამინ, ამინ ამინ!!!!
02:57 / 25-02-2020
ლიზიკო
0
უნდა გამოჯამრთელდე აუცილებლად პატარავ. ძალიან,ძალიან საყვარელი ბიჭუნა მშობლებს,და-ძმას უნდა დაუბრუნდეს
21:09 / 24-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი