როგორც იცით, მსახიობი გიორგი ყიფშიძე მესამედ დაქორწინდა. მისი რჩეული 22 წლის ენი გასოევაა. ენი წარმოშობით ოსია, ლონდონში სწავლობდა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 20 წლით უფროს მსახიობზე დაქორწინდა.
დღეს ენის და გიორგის საერთო შვილი შეეძინათ. ბიჭს კოსმო დაარქვეს, უნდოდათ რაიმე განსხვავებული და გამორჩეული სახელი ჰქონოდა და ერთობლივად კოსმო შეარჩიეს.
გიორგისთვის კოსმო მესამე შვილია. მსახიობს პირველი ქორწინებიდან ჰყავს 18 წლის ნატალია, რომელიც ენის კარგად უგებს და მეგობრობს მასთან. მეორე ქორწინებიდან კი ჰყავს ბიჭი - ალექსანდრე.
ნატალია პირველი იყო, ვინც საზოგადოებას ძმის დაბადება ახარა და სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
თეკლა ჟვანია
იხილეთ ვიდეო:
მსახიობი გიორგი ყიფშიძე და მისი 22 წლის მეუღლე მომავალ შვილს უცნაურ სახელს არქმევენ