33 წლის მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. 2019 წლის 5 აპრილს, როცა ქალბატონ მარინას აღსაზრდელები ეზოში ჰყავდა გაყვანილი, საბავშვო ბაღის მიმდებარედ მდგომი ავტომობილი ბაღის მიმართულებით დაგორდა.იმისათვის, რომ 11 ბავშვის სიცოცხლე გადაერჩინა და რომელიმე მათგანს, რამე არ დაშავებოდა, ქალბატონი მარინა ბავშვებს გადაეფარა, ფიზიკურად სხვას ვერაფერს ასწრებდა და საკუთარი სიცოცხლით დაიცვა ბავშვები უბედურებისგან. დაგორებული მანქანა, საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა, ჭიშკარი პედაგოგს მოხვდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შემთხვევიდან რამენიმე დღეში გმირი აღმზრდელი გარდაიცვალა, მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ამ გმირობისა და თავგანწირვის დასაფასებლად, ქობულეთის მერიამ გადწყვიტა პედაგოგს ძეგლი დაუდგას. მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში გათავსდება.
თეკლა ჟვანია